გამა ანთებამ ასტრონომებს ერთბაშად ორი გალაქტიკა გაუნათათ

GRB 090323 ფერმის სახელობის ორბიტალურმა ტელესკოპმა 2009 წლის მარტში დააფიქსირა. ობიექტზე შემდგომი დაკვირვებები ორბიტალური ”სვიფტი”-ს და ევროპული ყველაზე დიდი ტელესკოპის საშუალებით გაგრძელდა. კვლევის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანთებამ ერთბაშად ორი გალაქტიკა გაანათა – GRB 090323-თვის მშობლიური და კიდევ ერთი ახლო გალაქტიკა. ისინი დედამიწიდან დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილით არიან დაშორებულნი.

ახალი კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა ტელესკოპების მიერ შეგროვილი მონაცემები გააანალიზეს. შედეგად მათ შეძლეს გალაქტიკების ქიმიური შემადგენლობის დადგენა, კერძოდ კი დიდი რაოდენობით მეტალები აღმოაჩინეს. მეცნიერთა თქმით, გალაქტიკებისთვის, რომლებიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღც 1,5 მილიარდი წლის მერე არსებობდნენ, ეს საკმაოდ მოულოდნელი ფაქტია. ”ჩვენ არ გვეგონა, რომ ამ პერიოდში სამყარო უკვე ასეთი ზრდასრული იქნებოდა” – აღნიშნავენ მკვლევარები.

საქმე იმაშია, რომ დიდი აფეთქების მერე კოსმოსი ძირითადად წყალბადით იყო შევსებული. წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტების წყაროებად ვარსკვლავები იქცნენ, რომლებიც თერმობირთვული რეაქციებით აწარმოებდნენ და შემდეგ ზეახლად აფეთქებებით კოსმოსში აფრქვევდნენ მათ.

გათვლებმა აჩვენა, რომ ხსენებულ გალაქტიკებში ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები კოლოსალური სიჩქარით მიმდინარეობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გამა-ანთებამ გალაქტიკები, შემთხვევით, შერწყმის პროცესის დროს გააშუქა. ის რომ სწორედ გალაქტიკების შერწყმა უწყობს ხელს ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესის მრავალჯერად დაჩქარებას, ასტრონომთათვის კარგად არის ცნობილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.