BFR – დიდი შავარდენი რაკეტა თუ რა?

 SpaceX-ის მიერ ორგანიზებულ შეკრებებზე მთელი ყურადღება იაპონელ მილიარდერ იუსაკუ მიეძავაზეა გადატანილი – კომპანიის პირველ ტურისტზე, რომელიც მთვარისკენ გაემგზავრება. ამასთან ერთდ, ილონ მასკი, მისი კომპანიის უზარმაზარი რაკეტის(BFR) შესახებ ახალ დეტალებს ამხელს.

 

BFR ძალიან დიდია

 რაკეტის სრული სიგრძე 118 მეტრი იქნება, აქედან 55 მეტრი (სიგანე 17 მეტრი), თვითონ კოსმოსურ ხომალდზე (BFS) მოდის. 1100 კუბური მეტრი მოცულობის სივრცეში ტვირთი მოთავსდება. მაქსიმალური დატვირთვა 100 ტონა, დაბალ ორბიტაზე გასატანად.

 ზედა ფრთა ფეხია

 ზედა ფართა აპარატს კოსმოსურ ”შატლს” ამსგავსებს და ვერტიკალური სტაბილიზატორივით გამოიყურება:” მას არანაირი აეროდინამიკური დანიშნულება არ გააჩნია – ეს უბრალოდ ფეხია” – ამბობს მასკი. ატმოსფეროში ყოფნის დროს, ფრთა დაკეცილი იქნება და არანაირ ზეგავლენას ხომალდზე ის არ მოახდენს. ”სიმეტრიულობის შენარჩუნების მიზნით, ისიც დანარჩენი ორივით გამოიყურება”.

 BFR პარაშუტისტი უფროა, ვიდრე თვითმფრინავი

 ინტერპლანეტური კოსმოსური აპარატის ფორმა ისეთი შეზღუდული არაა, როგორც ჩვეულებრივი თვითმფრინავის ფორმა. ციდან ვარდნილ ადამიანს შეიძლება შევადაროთ, რომელიც თავის მდგომარეობას ხელებისა და ფეხების მოძრაობით ცვლის.

 ატმოსფეროში შესვლა

 ”ატმოსფეროში ფრენის მთელი დრო, დამუხრუჭების მცდელობა იქნება, ძალების განაწილებით ხომალდის მთელ ზედაპირზე”. კიდევ ერთი მსგავსება ”შატლთან”, რომელიც თავის სითბომედეგ ”მუცელს” დიდ საჰაერო მუხრუჭად იყენებდა.

 ”მთვარეზე ან ატმოსფეროს არმქონე პლანეტებზე დაშვების შემთხვევაში, აეროდინამიური ზედაპირი საერთოდ არ არის საჭირო”.

 7 ძრავა

 Raptor (მტაცებელი)-ების რაოდენობა და ადგილი შეიცვალა.

 ”ძრავათა ასეთი კონფიგურაციით ნებისმიერი მათგანი ან ორი შეიძლება იყოს გამოყენებული, გარემოებების მიხდვით. ოთხიც რომ გამოვიდეს მწყობრიდან, სამითაც თავისუფლად შეიძლება დაშვება”.

 რაკეტას, რა თქმა უნდა, მეტი ძრავები ექნება – 31 დაწყებისას და 42 მერე.

 მზის ბატარეა

 მზის ბატარეა, ძრავებთან ახლოს გაიშლება. როგორც ჩანს, ხომალდის ეს ნაწილი ჯერ ისევ კონცეფციას წარმოადგენს და ნახაზებზეც გაურკვევლად არის ნაჩვენები.

 ინტერიერი

 დანიშნულების მიხედვით, კოსმოსურ ხომალდს სხვადასხვანაირი კონფიგურაცია ექნება. ყველას ძალიან აინტერესებს რა არის ხომლადის შიგნით, მასკი კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ისევ სრულყოფის ფაზაშია. ბევრი რამე იქნება აღებული კაფსულა Crew Dragon (პილოტირებული დრაკონი)-ის კონსტრუქციიდან.

 5 მილიარდი დოლარი

 ”5 მილიარდი დოლარი, ალბათ, არც ისე ბევრია ასეთი მასშტაბის პროექტისთვის” – ამბობს მასკი.

 ფინანსირების საკითხი ჯერ ისევ გადასაწყვეტია

 მასკის თქმით, SpaceX-ს ფინანსირების საიმედო წყაროები აქვს – საერთაშორისო სადგურის მომარაგება და კომერციული კოსმოური სტარტები. მომავალი წლიდან, პილოტირებული გაშვებებიც მოიტანს შემოსავალს. ამას დამატებული Starlink, თანამგზავრული ინტერნეტის სერვისი, რომელიც გამოცდის ეტაპზეა.

 იუსაკუ მიეძავას ბილეთი –  შემოწირულობა

 თანხის რაოდენობას არ ასახელებენ, მაგრამ ისეც გასაგებია, რომ გადასახადი ძალიან დიდია, თან მიეძავამ კულტურის წარმომადგენლებიც თან უნდა წიყვანოს.

 რაკეტის დამზადება დაწყებულია

 ”პირველი ცილინდრული სექცია უკვე გავაკეთეთ. მალე გუმბათი და ძრავების სექციაც დასრულდება” – ამბობს მასკი.

 საგამოცდო ფრენები მომავალ წელს დაიწყება

 მასკი – ”თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მეტ სიმაღლეებსა და სიჩქარეებზე 2020 წლისთვის გადავალთ. მომდევნო 2-3 წელიწადში კი ორბიტული ფრენები დაიწყება”.

 ”გასრიალება” მთვარის ზედაპირზე

 ფრენის მიმდევრობა წინა მისიების მსგავსი იქნება – სტრატი, დედამიწის ორბიტაზე გასვლა, მთვარისკენ აჩქარება, მთვარის გრავიტაციის გამოყენება წრეზე სამოძრაოდ და ბუმერანგივით უკან დაბრუნება.

 მასკს სხვა იდაც აქვს: ”ძალიან საინტერესო იქნებოდა ზედაპირზე ”გასრიალება”. რაც შეიძლება ახლოს მისვლა, მთვარის შემოვლა და უკან წამოსვლა”.

 ატმოსფეროს არ ქონის გამო, მთვარის ზედაპირთან ახლოს მისვლა ხომალდის გზას არ შეცვლის. რა თქმა უნდა, ორბიტის დინამიკა შეიცვლება, ხოლო თუ ყველაფერი კარგად გვესმის, ტრაექტორია ძალიან მარტივია, ამიტომ უსაფრთხოებასთან ერთად მისიიდან მაქსიმუმის ამოღებაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ.

 საშიში მისია

 ”კოსმოსში გაფრენა საკმაოდ სახიფათო საქმეა. უამრავ ადგილს ვტოვებთ სურსათის, ჟანგბადის, წყლისა და სათადარიგო ნაწილების დამატებითი მარაგისთვის… ყოველი შემთხვევისთვის”.

 მასკის გვერდზე მჯდარი მიეძავა აღელვებული არ ჩანდა, როგორც ჩანს, ბილეთის ყიდვამდე კარგად შეაფასა რისკები.

 სხვა სახელი

 სახელში BFR, მასკი Big Fucking Rocket-ს გულისხმობს. ასეთმა ხულიგნურმა მიდგომამ ძალიან კარგად იმუშავა Tesla-ს წარმოებაში (ავტომობილი ორბიტაზე), მაგრამ კაცობრიობისთვის საამაყო რაკეტას ეს სახელი ნამდვილად შეეცვლება, რაც ქვემოთ წარმოდგენილ ილუსტრაციზე შეგიძლიათ ნახოთ (SpaceX).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.