გარსები და რკალები ლომის CW-ის გარშემო

 რა ხდება ამ ვარსკვლავის გარშემო? ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის. ლომის CW, ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ნიხშირბადიანი ვარსკვლავია (310 ს.წ.), ნარინჯისფერი კი მის ატმოსფეროში არსებული ნახშირბადის დამსახურებაა, რომელიც მნათობის წიაღში თერმობირთვული რეაქციით გაჩნდა. ამასთან ერთად, ლომის CW, ასევე ნახშრიბადით მდიდარ ნისლეულშია ჩაფლული. ნისლეულის რთული სტრუქტურის ბუნება უცნობია, გარსებისა და რკალების გეომეტრია კი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ნახშირბადიანი ვარსკვლავების შედარებით სუსტი გრავიტაცია, ვარსკვლავთან ახლო სივრცეში ნახშირბადისა და მისი შენაერთების  გამოფრქვევას აიოლებს. ამ ნახშირბადის ნაწილი ბნელ მტვრად იქცევა, რომელსაც ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებთან და გალაქტიკათა დისკოებში ვხედავთ ხოლმე. აქაური სიცოცხლე, ჩვენი ჩათვლით, ნახშირბადზეა დაფუძნებული, მისი ნაწილი, ოდესღაც, სიკვდილის პირას მისული ნახშირბადიანი ვარსკვლავების ატმოსფეროში იყო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.