ანალემა და მზის ჩასვლა

 21 ივნისს, გრინვიჩის დროით 15:54 სთ-ზე, ე.წ. მზის დგომა იყო – მზემ თავის მაქსიმალურ ჩრდილოეთ დახრილობას მიაღწია ყოველწლიური მოგზაურობისას დედამიწის ცაზე. ივნისის მზის დგომა, ასტრონომიული ზაფხულის დაწყების მაუწყებელია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა – სამხრეთში.  ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ამ დროს ყველაზე დიდი დღეა – ყველაზე დიდი ინტერვალი აისიდან დაისამდე. ამ ანალემაზე, რომელსაც რვიანის ფორმა აქვს, წლის განმავლობაში ცაზე მზის მდებარეობებია აღბეჭდილი, ივნისის მზის დგომას მნათობის ყველაზე უფრო ჩრდილო მდებარეობა შეესაბამება. ანალემა შედგენილია ფოტოებისგან, რომლებიც ერთი და იგივე დროს, 10 დღიანი შუალედებით არის გადაღებული, 2018 წლის 21 ივნსიდან, 2019 წლის 7 ივნისამდე. მზის ყველაზე ადრეულ ჩასვლას დეკემბრის მზის დგომა შეესაბამება. ანალემის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის ჰორიზონტს ეხება. ნაჩვენებია დაისის წერტილები წლის განმავლობაში ჰორიზონტის გასწვრივ. გამოყოფილია მზის ჩასვლა სექტემბრის ბუნიაობისა (დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთნაირია) და ივნისის მზის დგომის დროს (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.