ლავის ფანტანს იქეთ მოქცეული მთვარე

რა დაემართა მთვარეს? არაფერი, მხოლოდ მისი გამოსახულებაა დეფორმირებული. წინა პლანზე მდებარე ვულკანური ლავის სითბომ ჰაერი გაათბო და ტურბულენცია გამოიწვია. ასეთ ჰაერში გამავალი სინათლე კი ისე არ გარდატყდება, როგორც ჩვეულებრივ. ისეთი ეფექტი იქმნება, თითქოს, მთვარეს ლავის სვეტი ადნობს. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა სავსე მთვარე ამოფრქვეული ეტნას(ვულკანი იტალიაში) უკან ჩადიოდა. ეს გამოსახულება, გარკვეული იტერვალით, ერთი კამერითა და ობოიექტივით გადაღბული ორი ფოტოსგან  არის შედგენილი. ჯერ მოკლე ექსპოზიციით, რათა უკეთ გამოჩენილიყო ჩამავალი მთვარის ზედაპირის დეტალები. მთვარის ჩასვლის მერე, მეორე კადრი გადაიღეს, რამდენიმე წუთიანი დაყოვნებით, სუსტად მანათობელი ლავის გამოსაჩენად(ავტორი: მარჩელა ჯულია პაჩე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *