დედამიწელებს უცხოპლანეტელების მოსაძებნად ფული არ ჰყოფნით

ალენის რადიოტელესკოპების მასივის მუშაობა, რომლითაც უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ, შეჩერებულია უსახსრობის გამო, რადგან პროექტი SETI, რომელიც ამ პროექტს კურირებდა, დაფინანსების ყველანაირი წყაროს გარეშე დარჩა. ამის შესახებ განაცხადა პროექტ SETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ პირსონმა.