დედამიწელებს უცხოპლანეტელების მოსაძებნად ფული არ ჰყოფნით

 ალენის რადიოტელესკოპების მასივის მუშაობა, რომლითაც უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ, შეჩერებულია უსახსრობის გამო, რადგან პროექტი SETI, რომელიც ამ პროექტს კურირებდა, დაფინანსების ყველანაირი წყაროს გარეშე დარჩა. ამის შესახებ განაცხადა პროექტ SETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ პირსონმა.  SETI-ს „გულს“ ალენის რადიოტელესკოპების მასივი წარმოადგენს. ის 42 ტელესკოპისგან შედგება(თუმცა თავიდან გათვალისწინებული იყო 350 „თეფში“). ტელესკოპებმა მუშაობა 2007 წლის ოქტომბერში დაიწყეს მუშაობა. მასივის მშენებლობისთვის ფული გამოყო კომპანია Microsoft-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენმა.

პროექტის მეორე მონაწილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტელესკოპების გამართულ მუშაობაზე და მიღებული მონაცემების ანალიზზე, არის კალიფორნიის უნივერსიტეტის რადიოასტრონომული ლაბორატორია ბერკლიში. ლაბორატორიის ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელია ა.შ.შ-ს  მეცნიერების ნაციონალური ფონდი, რომელმაც SETI-ს ფინანსირება ათჯერ შეამცირა. ამას გარდა, კალიფირნიის შტატის ბიჯეტიდანაც პროექტისთვის თანხის კიდევ უფრო მცირე რაოდენობა გამოიყო. SETI-ს შემდგომი პერპექტივები გაურკვეველი რჩება. ინსტიტუტის საიტზე გამოსახულია მოწოდება თხოვნით ფინანსური დახმარების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არავის აქვს პროექტის დახმარების სურვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.