მათემატიკოსებმა სამყაროში სიცოცხლის არსებობის ალბათობის მაჩვენებელი შეამცირეს

მეცნიერებმა ხელახლა შეაფასეს დრეიკის განტოლების ერთ-ერთი პარამეტრი – ცნობილი განტოლებისა, რომელითაც ითვლიან თუ რამდენად მაღლია დედამიწის ფარგლებს გარეთ სიცოცხლის გაჩენის შანსი, ”შემადგენელი” პარამეტრების ალბათობის განსაზღვრით – როგორიცაა ვარსკვლავთა წილი, რომელთა გარშემო მოძრაობენ პლანეტები, პლანეტათა წილი, რომლებიც სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონის მიღმა იმყოფებიან, პლანეტათა რიცხვი სასიცოცხლო ზონაში და ა.შ(მანძილი ვარსკვლავიდან, რომელიც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობის საშუალებას იძლევა).

 

დედამიწელებს უცხოპლანეტელების მოსაძებნად ფული არ ჰყოფნით

ალენის რადიოტელესკოპების მასივის მუშაობა, რომლითაც უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ, შეჩერებულია უსახსრობის გამო, რადგან პროექტი SETI, რომელიც ამ პროექტს კურირებდა, დაფინანსების ყველანაირი წყაროს გარეშე დარჩა. ამის შესახებ განაცხადა პროექტ SETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ პირსონმა.

 

მანქანური ცივილიზაცია

  მთავარი ასტრონომი არამიწიერი ცივილიზაციების მაძიებელი ინსტიტუტიდან SETI, სეთ შოსტაკი, არესიბოს ტელესკოპით უკვე ნახევარი საუკუნეა უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალის დაჭერას ცდილობს.

როგორ მუშაობს ტელესკოპი

  ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.