ანარეკლი სინათლის სიჩქარით მოძრავი სარკიდან

 აინშტაინის გენიალურ ტვინში ჩატარებული წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელშიც სარკე სინათლის სიჩქარის მახლობელი სიჩქარით მძრაობს, მისი ზედაპირიდან არეკლილი სინათლის ტალღის სიგრძეს ცვლის, პრაქტიკული ექსპერიმენტით შემოწმდა(Max Planck Institute of Quantum Optics).

მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ

 სიტყვა ”კვანტი” ლათინურიდან მოდის quantum(რამდენი, რამდენად ბევრი) და ინგლისურიდან quantum(რაოდენობა, პორცია, კვანტი). ”მექანიკა” იმთავითვე მატერიის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავდა. შესაბამისად, ”კვანტური მექანიკა” პორციებად მოძრავ მატერიას სწავლობს(ან დაკვანტული მატერიის მოძრაობას). ტერმინი ”კვანტი” ხმარებაში გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა შემოიტანა, სინათლის(1), ატომებზე ზემოქმედების აღსაწერად.

კიდევ ბნელი ენერგიის შესახებ

 წინა საუკუნის დასაწყისში ალბერტ აინშტაინმა ფარდობოთობის საერთო თეორიაში შემოიღო დროისგან დამოუკიდებელი სიდიდე, ე.წ. კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც აღნიშნა ბერძნული ასო „ლამბდათი“-Λ. Λ იყო ფორმალური კონსტანტა, რომელშიც აინშტაინი ვერავითარ ფიზიკურ აზრს ვერ ხედავდა.