ბნელი მატერიის გალაქტიკა

ასტრონომებმა ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკა აღმოაჩინეს. მის აღმოსჩენად მეცნიერებმა ე.წ. აინშტაინის გრავიტაციული ლინზა გამოიყენეს.

ბნელი მატერია

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მატერია ძალიან უცნაური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. თანამედროვე შეფასებით ეს მატერია სამყაროს 23-25% იკავებს, 70-73% ბნელ ენერგიაზე მოდის და მხოლოდ 4-5% ჩვეულებრივ მატერიაზე, რომლისგანაც შევდგებით ჩვენც და ყველაფერი ხილული სამყაროდან. იდეა ბნელ მატერიაზე მაშინ გაჩნდა, როცა ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკებში ნივთიერების ნაკლებობა, რომლის ზემოქმედება მაინც იგრძნობოდა, ანუ მიზიდულობის ძალებს აძლიერებდა რაღაც დამალული მასა.