სულ უფრო შორს და შორს

  ადამიანის მიერ კოსმოსში გაშვებული აპარატებიდან რომელია ყველაზე შორს? ამჟამად ეს არის „ვოიაჯერ-1“, ის 1977 წელს გაუშვეს და ახლა მზიდან აპარატამდე მანძილი 17,5 მილიარდი კილომეტრია. ეს 16 სინათლის საათს უტოლდება ან 117 ასტრონომულ ერთეულს(1ა.ე.= 150 000 000 კმ.).

ვოიაჯერმა მზის გაჩერებული ქარი აღმოაჩინა

  მალე ორი ერთნაირი ზონდი მოხვდება იქ, სადაც აღარც მზის მაგნიტური ველია და აღარც მზიდან ამოფრქვეული ნივთიერების ნაკადები, იქ ჰელიოსფეროს ბუშტი ადგილს უთმობს ვარსკვლავთშორის სივრცეს. მზის სისტემის ბოლო საზღვრიდან, რომელიც ხახვის ფურცლებივითაა ჩახვეული, მონაცემები გადმოსცა ყველაზე შორეულმა კოსმოსურმა აპარატმა. კოსმოსური მზვერავი Voyager 1 ახლა დედამიწიდან 17,41 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა და თითქმის 116-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე ჩვენი პლანეტა და მზე ერთმანეთისგან. ეს ყველაზე უშორესი ხელოვნური ობიექტია ისტორიაში, აპარატმა თავისი ამტანობით თვით შემქმნელებიც კი გააოცა.