რატომ არ ვარდება დედამიწა მზეზე?(KAI)

პასუხი კითხვაზე ჩვენს მომხმარებელ KAI-ს

მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ დედამიწა ყოველთვის მზეზე ვარდება, თუმცა ვერა და ვერ ახერხებს ამას. აგერ უკვე 5 მილიარდი წელია ის განუწყვეტლად მოძრაობს თავის ორბიტაზე, ამ მოძრაობაში ერთმანეთთან არის შერწყმული განუწყვეტელი მზისკენ ვარდნა და მოძრაობა(რომელიც დედამიწამ “მემკვიდრეობით მიიღი თვითონ მზის სიტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე) მნათობის საწინააღმდეგო მიმრთულებით, ასეთი წონასწორობის გამო საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე თითქმის არ იცვლება.

როგორ გაჩნდა სამყარო და რა ძალა ამოძრავებს მასში არსებულ მატერიას?(KAI)

 ჩვენი სამყარო(ითვლება, რომ არსებობენ სხვა სამყაროებიც) 13,7 მილიარდი წლის წინათ თავმოყრილი იყო ერთ წეერტილში და ის არანაირი ნივთიერებების ნაზავს არ წარმოადგენდა. ნივთიერებები გაჩნდნენ შემდეგ, ვარსკვლავების გაჩენასთან ერთად. მსუბუქი ვარსკვლავები “მსუბუქი” ნივთიერებების წყაროებად იქცნენ(დიდი აფეთქების მერე უმსუბუქესი წყალბადის ატომი უკვე არსებობდა, ის სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია), ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ნივთიერებებს მეტალებს უწოდებენ. ამ “მეტალების” და ნამდვილი მეტალების წყარო მძიმე ვარსკვლავები არიან, 3-ჯერ და უფრო მასიური ვიდრე მზეა.

ჩვენი გალაქტიკის ცენტრი

 ჩვენი გალაქტიკის ცენტრი ძალიან მშფოთვარე ადგილია. ხილულ დიაპაზონში ის არ ჩანს, სინათლის მშთანთქავი, სქელი ვარსკვლავური ღრუბლების გამო. 

ბოლიდი

  ბოლიდი(ბერძნულიდან – შუბი) – არის მაღალი სიკაშკაშის მეტეორიტი(ვენერაზე უფრო კაშკაშა). საერთაშორისო ასტრონომულ კავშირს არ გააჩნია ოფიციალურად დადასტურებული განმარტება.

უძველესი გალაქტიკა

 ეს გალაქტიკა 500 მილიონჯერ მკრთალია ყველაზე მკრთალ ვარსკვლავებზე, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ჯერ კიდევ შეიძლება დავინახოთ

შავი ხვრელი

 ის ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსით(შიგნით ჩაშლა, ჩანგრევა)ჩნდება და შეიძლება “მკვდარი” ვარსკვლავიც ვუწოდოთ.

ატომი

 წარმოდგენა ელემენტარულ ნაწილაკებზე ეფუძნება ნივთიერების დისკრეტულობის ფაქტს, ის არსებობს როგორც მატერიის ასევე ენერგიის სახით(ელემენტარული ნაწილაკები, ენერგია და ნივთიერება ერთი და იგივეა, E=mc²). ზოგიერთ ნაწილაკს რთული შიდა სტრუქტურა გააჩნია, თუმცა მათი ნაწილებად გამოყოფა შეუძლებელია. სხვებს არ გააჩნიათ სტრუქტურა, მათ ფუნდამენტალურებს უწოდებენ.

გრავიტაცია

  გრავიტაცია (მსოფლიო მიზიდულობა, ლათინურად-gravitas-სიმძიმე) – უნივერსალური ფუნდამენტური ურთიერთქმედება ყველა მატერიალურ სხეულს შორის.

მოკლედ შავი ხვრელის შესახებ

 დავიწყოთ იქედან, რომ ფარდობითობის საერთო თეორია ყველაზე კარგად ხსნის გრავიტაციის არსს. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი ამტკიცებს, რომ ნებისმიერ მასიურ სხეულებს შორის მოქმედებს მიზიდულობის ძალა. ამ ძალითაა გამოწვეული დედამიწის მზის გარშემო მოძრაობა.