უძველესი გალაქტიკა

ეს გალაქტიკა ყველაზე მკრთალ ვარსკვლავებზე 500 მილიონჯერ მკრთალია , რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დავინახოთ.

 უშორეს გალაქტიკამდე მანძილი 13,2 მილიარდი სინათლის წელია და შესაბამისად მას ვხედავთ ისეთს, როგორიც იყო შორეულ წარსულში. ეს გალაქტიკა უკვე არსებობდა მაშინ, როცა სამყაროს ასაკი დაახლოებით 480 მილიონი წელი იყო.

 მკრთალი ობიექტი, სახელად UDFj-39546284, “ჰაბლის” მიერ გადაღებულ ფოტოებზე(2009-10 წლებში) იქნა იდენტიფიცირებული. ეს ვარსკვლავთგროვა ყველაზე ადრე ჩამოყალიბდა, დღევანდელ გალაქტიკებთან შედარებით, ბავშვივით გამოიყურება. რეკორდულად შორეული ვარსკვლავური კუნძული, ჩვენ გალაქტიკაზე თითქმის ასჯერ პატარაა ზომით, არა აქვს მკვეთრი საზღვრები და გიგანტური ვარსკვლავებისგან არის შედგენილი. ისინი, ამჟამად დამზერად მომენტზე, 100-200 მილიონი წლით ადრე გაჩნდნენ. შეგახსენებთ, რომ მეცნიერთა გამოთვლებით, დიდი აფეთქებიდან 13,8 მილიარდი წელია გასული, ანუ ამდენივე წლისაა სამყარო.

რეკორდული გალაქტიკა სხვა და სხვა დიაპაზონში(ფოტო R. J.
Bouwens, D. Magee, L. Bradley/Nature).

 UDFj-39546284-ს შესაძლებელია რეკორდული მნიშვნელობის წითელი წანაცვლების მაჩვენებელი ჰქონდეს z ≈ 10(წინა რეკორდსმენი გალაქტიკა, დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის მერე გაჩნდა, მისი მაჩვენებელია z ≈ 8,5). ახლოს მდებარე გალაქტიკებისა და რეკორდსმენების შედარების მერე, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავთწარმოქმნის სიჩქარე 10-სა და 8,5-ს შორის ათჯერ გაიზარდა.

 ხსენებულ პერიოდში, ანუ 480-500 მილიონიანი წლის ეპოქიდან, 650 მილიონიანი წლის ეპოქამდე, დიდი აფეთქების მერე, გალაქტიკების სიმკვრივე და ნათობა სწრაფად იზრდებოდა. დროის ამ ინტერვალს, კვლევის ავტორებმა, გადამწყვეტი ეტაპი უწოდეს ყველაზე ადრეული გალაქტიკების ”აწყობის” საქმეში.

ტელესკოპების მიერ სამყაროს შორეული რეგიონების დანახვის უნარი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.