ფარულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი

ჰიგსის ბოზონის აღმოჩენასთნ დაკავშირებული აჟიოტაჟი მეცნირებიდან შორს მყოფ ფართო საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევს. აინტერესებთ თუ რაში იხარჯება მათ მიერ გადახდილი გადასახადები(ჩვენ ეს არ გვეხება:) და არა სამყაროს წარმომავლობის ამბავი, ის თუ როგორ შეიძლება ახლად აღმოჩენილი ნაწილაკის  გამოყენება მეცნიერებასა და ყოფაცხოვრებაში.

უცნაური სინგულარობა

ასტროფიზიკაში ყველაზე პოპულარული ობიექტები შავი ხვრელები არიან. ყველანაირი კვლევა, მეტის-მეტად თეორიულიც კი, რომელიც ამ ობიექტებს ეხება, არა მარტო სპეციალისტებში იწვევს მუდმივ ინტერესს. Astronet.ge გთავაზობთ შავი ხვრელების თემაზე არსებულ ყველაზე საინტერესო სიახლეების მოკლე მიმოხილვას.

ელვა – ანტინაწილაკების წყარო

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭექაქუხილის დროს დედამიწის ატმოსფეროში ხდება მოვლენები, რომლებიც ძალიან გვანან კოსმოსის სიღრმეებში მომხდარ პროცესებს(ილუსტრაცია Flight Center/J. Dwyer, Florida Inst. of Technology).

გაირკვა, რომ ელვა წარმოშობს ანტიმატერიის უწვრილეს ნაკადებს, რომლებიც შემდეგ უზარმაზარ სიმაღლეებამდე ვრცელდებიან. ეს აღმოჩენა იყო მშვენიერი გაგრძელება ჯერ კიდევ 17 წლის წინანდელი თემისა, როცა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ელვას შეუძლია გამა ანთებების გენერირება.