გალაქტიკა-ვარდი

 კოსმოსის კვლევის ევროპული სააგენტოს ასტრონომებმა, გალაქტიკა-ვარდის(PGC 6240) ფოტო წარმოადგინეს(spacetelescope.org).

ზემკვრივი ეკზოპლანეტა

  ასტრონომებმა პლანეტა კიბოს 55 e-ს(55 Cancri e) მონაცემები განსაზღვრეს. ის არის მეცნიერებისთვის ცნობილ ეკზოპლანეტათ შორის ყველაზე მკვრივი. 55 Cancri e ბრუნავს ვარსკვლავ 55 Cancri-ეს გარშემო, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლითაა დაშორებული.

სპირალური გალაქტიკა NGC3621

კამერამ Wide Field Imager, რომელიც 2,2 მეტრი დიამეტრის ტელესკოპზე აყენია ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში(ჩილე), მიიღო გალაქტიკა  NGC 3621-ის ფოტო, ის შიძლებოდა ჩაგვეთვალა სპირალური გალაქტიკების კლასიკურ ნიმუშად, რომ არა ერთი განსხვავება, მას არა აქვს ე.წ. ცენტრალური ბალჯი(სფეროსებრი შესქელება ბირთვის გარშემო).
NGC 3621 ჰიდრას თანავარსკვლავედში მდებარეობს, 22 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. იდეალურად ბრტყელი ფორმა იმაზე მეტყველებს, რომ ის არასოდეს შეჯახებია სხვა გალაქტიკებს.