გალაქტიკა-ვარდი

 კოსმოსის კვლევის ევროპული სააგენტოს ასტრონომებმა, გალაქტიკა-ვარდის(PGC 6240) ფოტო წარმოადგინეს(spacetelescope.org). გამოსახულება ”ჰაბლის” საშუალებით იქნა მიღებული, მასზე კაგად ჩანს კონცენტრული სტრუქტურები, რომლებიც ვარდის ფურცლებს ჰგავს. მეცნიერთა აზრით, ასეთი უცნაური ფორმა გალაქტიკათა შეჯახების გამო წარმოიქმნა.

PGC 6240, ჰიდრას(1) თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს და იმითაა ცნობილი, რომ უამრავი რაოდენობის ვარსკვლავთგროვათა გარემოცვაშია მოხვედრილი. გარდა ამისა, PGC 6240-ს ვარდის ფურცლების მსგავსი ნაკეცებიც აქვს. ”ჰაბლით” გადაღებული ფოტოების შესწავლის მერე, გალაქტიკაში მატერიის განაწილება და მისი უცნაური ფორმის მიზეზიც დაადგინდა.

ამ გალქტიკის გარემომცველ ვარსკვლავთგროვებს განსხვავებული სპექტრი აქვს. ეს მათ განსხვავებულ ასაკზე მიუთითებს, რაც ძალიან უჩვეულოა: შედარებისთვის, ირმის ნახტომის გარემომცველი 150-მდე სფერული ვარსკვლავთგროვა დაახლოებით ერთ დროს გაჩნდა.
სავარაუდოდ, PGC 6240-ის თანამგზავრთა განსხვავებული ასაკი მათ განსხვავებულ წარმოშობაზე მეტყველებს: ნაწილი აქ, გარე სივრციდან მოხვდა, არ ჩამოყალიბებულა გალაქტიკასთან ერთად. ამით მისი უცნაური ფორმაც აიხსნება. გალაქტიკების შეჯახებისას ამ პროცესისთვის დამახასათებელი შესქელებათა ტალღები წარმოიქმნება, სწორედ ისინი არიან ”ვარდის ფურცლების” შემადგენელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.