ზემკვრივი ეკზოპლანეტა

 ასტრონომებმა პლანეტა კიბოს 55 e-ს(55 Cancri e) მონაცემები განსაზღვრეს. ის არის მეცნიერებისთვის ცნობილ ეკზოპლანეტათ შორის ყველაზე მკვრივი. 55 Cancri e ბრუნავს ვარსკვლავ 55 Cancri-ეს გარშემო, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლითაა დაშორებული.

 ვარსკვლავ გარშემო საათზე მცირე დროში შემოუვლის – ეს ჯერჯერობით რეკორდული მონაცემოა ეკზოპლანეტებს შორის(თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პლანეტა SWEEPS-10-მა ეს ლიდერი შეცვალოს – ზოგიერთი მონაცემის მიხედვით იქაური წელიწადი 10 საათი გრძელდება).

მკვლევართა გამოთვლების თანახმად, 5 Cancri e-ს სიმკვრივე ტყვიის სიმკვრივეს უტოლდება – დანარჩენ ეკზოპლანეტებს გაცილებით დაბალი სიმკვრივე აქვთ. ტემპერატურა 5 Cancri e-ს ზედაპირზე 2,7 ათასი გრადუსია, ამიტომ მეცნიერები თვლიან, რომ პლანეტას არ გააჩნოა ატმოსფერო, რადგან ის წესით უნდა აორთქლებულიყო.

ვარსკვლავ 55 Cancri-ეს პლანეტარული სისტემა ყველაზე მრავალ რიცხოვანია ცნობოლთა შორის – მნათობის გარშმო 5 პლანეტა ბრუნავს. თუმცა ასტრონომებმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ ვარსკვლავ HD 10180- ის სისტემა 7 პლანეტისგან შწედგება.

არქივიდან

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა პლანეტებით ყველაზე მდიდარი სისტემა აღმოაჩინა ვარსკვლავ HD 10180-თან. პლანეტების კვალი ვარსკვლავის რხევების(რხევის მიზეზი მიზიდულობის ძალების შედეგია) კვლევით გამოავლინეს. დაკვირვება სპექტროგრაფ HARPS-ით მოხდა, რომელიც ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაშია დამონტაჟებული(ESO).

ვარსკვლავთან ნეპტუნის ზომების მინიმუმ 5 პლანეტაა. მასები 13 დან 25 დედამიწის მასის ფარგლებში მერყეობს. ორბიტალური ბრუნვა 6 დან 600 დღემდე. ვარსკვლავამდე მანძილი 0,06 დან 1,4 დედამიწა-მზის მანძილის ფარგლებშია. ამ ციური სხეულების ორბიტები თითქმის წრიულია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ HARPS-ის მონაცემები კიდევ ორი პლანეტის არსებობაზე მიუთითებენ, თუმცა ასტრონომები ჯერ-ჯერობით 100%-ით არ არიან დარწმუნებულნი. ერთი მათგანი გაზის გიგანტია, როგორც სატურნი და 65 დედამიწის წონისაა. მისი წელიწადი 2200 დღეს უტოლდება.

მეორე „ეჭვმიტანილი“  კიდევ უფრო საინტერესოა. პლანეტა თავის ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მდებარე კლდეა – 1,4 დედამიწის მასით. თუ ეს მონაცემი დადასტურდა, მაშინ ის იქნება ყველაზე პატარა ეკზოპლანეტა აქმდე ცნობილთა შორის. ამ დედამიწის მაგვარ გავარვარებულ პლანეტაზე ძალიან „თბილი ამინდებია“, რასაც ვარსკვლავთან სიახლოვე იწვევს, ორბიტის რადიუსი დედამიწის რადიუსის მხოლოდ ორი პროცენტია, წელიწადი კი 1,18 დღე-ღამე გრძელდება.

HD 10180-მდე მანძილი 127 ათასი სინათლის წელია, მდებარეობს სამხრეთ ჰიდრას თანავარსკვლავედში. წინა რეკორედსმენს 55 კიბო – 5 პლანეტა აქვს(ESO-ოს ილუსტრაცია).

ასტრონომების აზრით, პლანეტებით მდიდარი სისტემები ყალიბდებიან მძიმე ელემენტებით უზრუნველყოფილი და შედარებით მასიური ზომების ვარსკვლავების ირგვლივ, ამაზე მიუთითებდნენ თეორიული გათვლებიც, ახლა კი ასტრონომებმა თავიანთი ნააზრევი რამდენიმე პლანეტარული სისტემის მაგალითზე დაამტკიცეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.