”ჰაბლის” ახალი ფოტო

 კომპიუტერული თამაში ”კოსმოსური დამპყრობლები” სამოცდაათიან წლებში პოპულარული იყო, მისი ზოგირთი ელემენტი ამ გამოსახულებაზე შეიძლება დავინახოთ, რომელიც კოსმოსურმა ტელეკოპმა წარმოგვიდგინა(”ჰაბლი”).

მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ

 სიტყვა ”კვანტი” ლათინურიდან მოდის quantum(რამდენი, რამდენად ბევრი) და ინგლისურიდან quantum(რაოდენობა, პორცია, კვანტი). ”მექანიკა” იმთავითვე მატერიის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავდა. შესაბამისად, ”კვანტური მექანიკა” პორციებად მოძრავ მატერიას სწავლობს(ან დაკვანტული მატერიის მოძრაობას). ტერმინი ”კვანტი” ხმარებაში გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა შემოიტანა, სინათლის(1), ატომებზე ზემოქმედების აღსაწერად.

ბნელი ენერგია დარტყმის ქვეშ: რთული თეორია

 თანამედროვე მონაცემები სამყაროს გაფართოების შესახებ ბნელი მატერიის თეორიას ეწინააღმდეგებიან – სამაგიეროდ აინშტაინის ძველ ჰიპოთეზას უჭერენ მხარს(The University of Arizona).

დროში მოგზაურობა შესაძლებელია?

 მას შემდეგ, რაც ჰერბერტ უელსმა თავისი ”დროის მანქანა” გამოაქვეყნა, წარსულში და მომავალში გასეირნებამ იგივე ეპოქაში დაბრუნების შესაძლებლობით ფანტასტიკურ ლიტერატურაში ფეხი მყარად მოიკიდა. შესაძლებელია კი ეს, თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, თეორიულად მაინც?

რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?

 საიდან და როგორ დაიწყო სამყაროს არსებობა? ამ სამყაროსავით ძველ კითხვაზე ფაქტიურად ყველა რელიგია გაგცემთ პასუხს. მეცნიერებამ კი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მუშაობა არც თუ ისე დიდი ხანია რაც დაიწყო – მხოლოდ XX საუკუნეში.

იონებისა და პროტონების შეჯახებით გლაზმა წარმოიქმნა

 ფიზიკოსებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, მძიმე იონებისა და პროტონების შეჯახების დროს უჩვეულო ეფექტი აღმოაჩინეს, მსგავსი პროტონ-პროტონული და იონ-იონური შეჯახების დროს დამზერილისა. ამ ეფექტს ნივთიერების განსაკუთრებულ მდგომარეობას – გლაზმას უკავშირებდნენ, თუმცა, მეცნიერები მის აღმოჩენას იონ-პროტონულ შეჯახებებში არ ელოდნენ(arXiv.org).

სინათლის სიჩქარე

 სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არის 299 792 კმ/წმ (თუ დავამრგვალებთ 300 000 კმ/წმ.). თეორიულად, არაფერს არ შეუძლია სინათლეზე სწრაფად იმოძრაოს. დედამიწის გარშემო სინათლის სიჩქარით მოძრაობას თუ შეძლებ , ჩვენს პლანეტას 1 წამში 7,5-ჯერ შემოუვლი!!!

უძველესი და ახალგაზრდა

  ერთობლივი ძალისხმევით ორბიტალურმა ტელესკოპებმა ”ჰაბლმა” და ”სპიცერმა” აქამდე ცნობილთა შორის უძველესი გალაქტიკა დაინახეს – ის დიდი აფეთქების მერე მალევე დაიბადა(NASA).