ვულკანი არ არის: სიცარიელე მზესთან

ეჭვები იმის შესახებ, რომ მზესთან ძალიან ახლოს უცნობი პლანეტა ან ასტეროიდი იმალება, არ მტკიცდება(ScienceNOW).

 XIX და ХХ საუკუნეშიც კი ბევრ ასტრონომს იდუმალი პლანეტა ვულკანის არსებობის სჯეროდა, რომლის ორბიტა მერკურისაზე კიდევ უფრო ახლოსაა მზესთან. ზუსტი დაკვირვებებიდან მალევე, მერკურის ორბიტალურ მოძრაობებში გარკვეული უცნაურობები დაფიქსირდა, რაც ახლოს მდებარე სხვა პლანეტის ზემოქმედებით შეიძლებოდა ახსნილიყო.

 ყველაფერი ფარდობითობის ზოგადი თეორიის გამოჩენასთნ ერთად გაირკვა. თუმცა, მოუხელთებელი პლანეტა მოუხელთებელმა ასტეროიდებმა – ”ვულკანოიდებმა” შეცვალეს, რომლებიც, ზოგიერთი ასტრონომის აზრით, თავისუფლად შეიძლება იყვნენ დამალული მზესათნ ახლოს. გამოთვლების მიხედვით, ისინი მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილის 7-21% დისტანციაზე შეიძლება მდებარეობდნენ. უფრო ახლოს მალევე აორთქლდებოდნენ, მოშორებით კი მერკურის ზემოქმედების ქვეშ მოექცეოდნენ და ორბიტიდან კოსმოსში გაიტყორცნებოდნენ.

 ახლახანს, მეცნიერებმა ამერიკული ტყუპი ზონდებიდან –სტერეო, მიღებული ახალი მონაცემები წარმოადგინეს. აპარატებმა 6 კილომეტრი და მეტი ზომის ვერცერთი აქამდე უცნობი ობიექტი ვერ აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, მცირე ზომების ვულკანოიდების არსებობის შესაძლებლობა ნარჩუნდება – მათი ძებნა კი მომავლის საქმედ რჩება(ნიბირუ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.