ნეპტუნი

 მზის სისტემის მერვე და უშორესი პლანეტა. მეოთხე დიამეტრით, ხოლო მესამე მასით. ის დედამიწაზე 17,2-ჯერ მძიმეა, ეკვატორის 3,9-ჯერ მეტი დიამეტრით. პლანეტას სახელი რომაული ზღვის ღვთაების საპატივცემულოდ დაერქვა. მისი ასტრონომული სიმბოლო არის ნეპტუნის სტილიზებული სამკბილა – ψ.

ჰიპერახალი ვარსკვლავი

 ჰიპერახალი – მასიური ვარსკვლავის(მზეზე 20-ჯერ მძიმე) აფეთქება მისი ბირთვის კოლაფსის გამო. კოლაფსი ვარსკვლავის ბირთვში თერმობირთვული საწვავის ამოწურვის მერე ხდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ძალიან დიდი ზეახალია.

როგორ კვდებიან ვარსკვლავები

თერმობირთვული საწვავის ამოწურვასთნ ერთად, ვარსკვლავის სიღრმეები ”ცივდება” და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას გრავიტაციულ შეკუმშვას. ვარსკვლავი კოლაფსირებს, ანუ მისი შემადგენელი მატერია ცენრტისკენ იწყებს ვარდნას. ამ დროს ვარსკვლავი ან ზეახლად ინთება ან განსხვავებული პროცესებით ამთავრებს სიცოცხლეს.

რა სიჩქარეებით მოძრაობს მზე და დედამიწა?(ომარი)

 მზის ბრუნვა სხვა ვარსკვლავებზე უკეთაა შესწავლილი. ბრუნვის კუთხური სიჩქარე იცვლება როგორც განედების ასევე სიღრმის მიხედვით, რაც ძირითადათ გარე ფენებში, ნივთიერების ცირკულაციის(კონვექცია) გამო ხდება.