ISON-ი გარადჩა?!

 მას მერე, რაც ISON-ი მზის კოსმოსური ობსერვატორიების მიერ პერიჰელიუმში

httpv://www.youtube.com/watch?v=361Nq0VIqo8

(მისი ორბიტის მზესთან უახლოესი წერტილი) ვერ იქნა დაფიქსირებული, ასტრონომებმა გადაწყვიტეს, რომ ის განადგურდა. თუმცა ISON-მა გუშინ საღამოს ყველა გააოცა – ნივთიერებები, რომლებიც ტრაექტროიის გასწვრივ მოძრაობას აგრძელებენ, ხილული გახდა, თან მარაოს მსგავსი წაგრძელებული კუდიც გაუჩნდა. რედაქტირებული და HD ფორმატში გადაყვანილი ეს ვიდეოფილმი, კოსმოსური აპარატის SOHO-ს კორონოგრაფით გადაღებული სურათბით არის აწყობილი. კომეტა ფართო(ცისფერი) და ვიწრო(წითელი) თვალთახედვის კამერებით გადაიღეს, პერიჰელიუმამდე და მის მერე. მზის ელვარება ობიექტივის წინ დაყენებული სპეციალური დისკოთი არის დამალული. თეთრი წრე მზის ზომასა და მდებარეობას გვიშვენებს. ISON-ი უახლოეს დღეებში გათენებამდე გამოჩნდება ხოლმე დედამიწიდან, სწორედ მაშინ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, გადაურჩა თუ არა კომეტის ბირთვი ან მისი ნაწილი მზესთან მიახლოებას(კომეტა ISON-ის კალენდარი).

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.