„კეპლერის“ მზეები და პლანეტები

  გამოიყენეს რა ეკზოპლანეტებზე ყველაზე მოხერხებული მონადირე – კოსმოსური აპარატი „კეპლერი“ – ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავებთან 1235-მდე პლანეტა აღმოაჩინეს.

ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით ეკზოპლანეტაა

ირმის ნახტომში მილიარდობით პლანეტა შეიძლება იყოს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ასტრონომები, რომლებმაც კოსმოსურ ობსერვატორია „კეპლერიდან“ მიღებული მონაცემები გააანალიზეს. ნამუშევარი მიღებულია გამოსაქვეყნებლად ჟურნალ Astrophizical Journal-ში, ხოლო მოკლედ მის შესახებ პორტალი Space.com.-ი წერს.

ყველაზე ცხელი პლანეტა

  ვარსკვლავი სახელად WASP-33 მზეზე უფრო ცხელი და მასიურია. იგი დედამიწიდან 378 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში. პლანეტა WASP-33b ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ტრანზიტული მეთოდით(თავისი ვარსკვლავის წინ გავლა). ასტრონომთა შეფასებით მისი მასა იუპიტერის მასაზე 4-ჯერ მეტია. თავისი ვარსკვლავის ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს 1,22 დღეში აკეთებს(შედარებისთვის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტას 88 დღეში შემოივლის, დედამიწა 365 დღეში).

პლანეტა სხვა გალაქტიკიდან

 ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა. იუპიტერისმაგვარი პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის (HIP 13044 ) გარშემო, რომელიც ერთ დროს ჯუჯა გალაქტიკას ეკუთვნოდა, ის შემდეგ ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა.

როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას

ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად  WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.