ყველაზე ცხელი პლანეტა

 ვარსკვლავი სახელად WASP-33 მზეზე უფრო ცხელი და მასიურია. იგი დედამიწიდან 378 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში. პლანეტა WASP-33b ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ტრანზიტული მეთოდით(თავისი ვარსკვლავის წინ გავლა). ასტრონომთა შეფასებით მისი მასა იუპიტერის მასაზე 4-ჯერ მეტია. თავისი ვარსკვლავის ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს 1,22 დღეში აკეთებს(შედარებისთვის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტას 88 დღეში შემოივლის, დედამიწა 365 დღეში).
ასეთი მოკლე პეროიდი ვარსკვლავთან სიახლოვითაა გამოწვეული – 0,02 ასტრონომული ერთეული(1ა.ე.=150 000 000 კმ. მერკური 0,39ა.ე.). პლანეტა უნიკალურია იმითაც, რომ გააჩნია რეტროგრადული ორბიტა, ანუ მოძრაობს ვარსკვლავის ღერძის გარშემო ბრუნვის მიმართულების საწინააღმდეგოდ(ნახეთ ვენერა), აგრეთვე აღსანიშნავია მისი ორბიტის დიდი კუთხით დახრა ვარსკვლავის ეკვატორის მიმართ. მნათობთან ასეთი სიახლოვე(რომელიც ამასთან ერთად პულსირებადი ცვლადი ვარსკვლავია) ამ პლანეტის რეკორდულ ტემპერატურამდე გაცხელებას იწვევს  3200°C.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.