პლანეტა სხვა გალაქტიკიდან

 ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა. იუპიტერისმაგვარი პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის (HIP 13044 ) გარშემო, რომელიც ერთ დროს ჯუჯა გალაქტიკას ეკუთვნოდა, ის შემდეგ ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა.
ვარსკვლავური სისტემა, რომელმაც ეს პროცესი გადაიტანა, დედამიწას 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. HIP 13044 თავისი ევოლუციის ბოლო ეტაპზე იმყოფება. “ჰელმის ნაკადი”, რომელშიც ხსენებული ვარსკვლავი და პლანეტა მდებარეობს, 6-9 მილიარდი წლის წინათ ირმის ნახტომის მიერ შთანთქმული გალაქტიკის ნარჩენია. ეს იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეგზოპლანეტები სხვა გალაქტიკებისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამის მტკიცებულება მხოლოდ ეხლა გაჩნდა. ახლად აღმოჩენილი პლანეტა იუპიტერზე 1,25 ჯერ მასიურია, თავის ვარსკვლავთან ახლოს მდებარე ორბიტაზე 16,2 დღიანი პერიოდით ბრუნავს.

 ამ სისტემას შეუძლია ჩვენი მზის სისტემის მომავალი დაგვანახოს, ის, რაც შორეულ მომავალში მოხდება. HIP 13044-მა თავისი თერმობირთვული საწვავი ამოწურა, შემდეგ გაფართოვდა და წითელ გიგანტად გადაიქცა. ამ დროს, შესაძლებელია მასთან უფრო ახლოს მდებარე მყარზედაპირიანი (დედამიწის ტიპის) პლანეტები განადგურდა, ამის შემდეგ ვარსკვლავი ისევ შეიკუმშა (გადაიქცა თეთრ ჯუჯად). ახლადაღმოჩენილი პლანეტა გადარჩენას ვარსკვლავიდან შორ მანძილზე მოძრაობასა და თავის დიდ ზომას უნდა უმადლოდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.