მთვარის მეორე მხარე

ინტერნეტში გამოქვეყნადა მთვარის უხილავი მხარის ყველაზე დეტალური გამოსახულება. გამოსახულება შედგენილია იმ უამრავი ფოტოების საშუალებით, რომლებიც ნასას ზონდმა LRO-ომ გადაიღო. დღევანდელი ფოტოს გარჩევადობის შესაძლებლობა არ არის მაქსიმალური – მთვარის ზოგიერთი მონაკვეთი ადრე უფრო დეტალურად იქნა გადაღებული. თუმცა მთვარის მეორე მხრის ასეთი ზუსტი გამოსახულება მეცნიერებმა პირველად გააკეთეს. ზოგიერთი ცალკეული კადრი გადაიღეს LRO-ს სპეციალური ფართო კუთხიანი კამერით (Wide Angle Camera).

რადიო სიგნალი სატურნიდან

 სავარაუდოთ, სატურნის კილომეტრული დიაპაზონის რადიოგამოსხივება წარმოიქმნება ელექტრონებისგან, რომლებიც პლანეტის მაგნიტური ველის გასწვრივ, პოლარულ რეგიონებთან ახლოს მოძრაობენ. ამ ნაწილაკების(არა მარტო ელექტრონების) ატმოსფეროსთან შეჯახებითვე ხდება პოლარული ნათებაც, მოვლენები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

გაზაფხულის წვიმა ტიტანზე

(ტიტანი და დიონა)ტიტანის ერთ-ერთმა ეკვატორულმა შტორმმა გიგანტური ისრის ფორმა მიიღო, ისარი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. „ისრის“ სიგრძე 1200 კილომეტრია, თითოეული „ფრთის“ სიგრძე, რომლებიც სამხრეთის და ჩრდილოეთისკენაა მიმართული სიგრძით 1500 კილომეტრ აღწევს. ეს უცნაური ფორმის ღრუბლების სისტემა კადრში 2010 წლის სექტემბერს მოხვდა(NASA/JPL/SSI).

პირველად მერკურის ორბიტაზე

დედამიწასთან სიახლოვის მიუხედავათ, მერკური მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შეუსწავლელ პლანეტად რჩება. ამი სიტუაციის გამოსწორებაზეა მოწოდებული ამერიკული აპარატი Messenger-ი, რომელმაც ისტორიული მანევრი მოახდინა.

18 მარტს მესენჯერმა დამუხრუჭება დაასრულა და მერკურის ორბიტაზე გადავიდა. ტელემეტრიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დედამიწიდან 155 მილიონი კილომეტრის მანძილზე მყოფმა აპარატმა მანევრი ხარვეზების გარეშე შეასრულა.

 

 

მარსის პანორამა „სფინქსიდან“

რას დავინახავდით მარსზე მოხვედრის შემთხვევაში? რობოტიზირებულმა აპარატმა „ფენიქსმა“, რომელიც მარსზე 2008 წელს დაეშვა, შეძლო ამ სანახაობის ჩვენთვის წარმოდგენა. სინამდვილეში ეს სურათი 100-ზე მეტი ფოტოს ციფრული კომბინაციებით არის შექმნილი, რომლებიც მთელი 360 გრადუსით გვაჩვენებენ რობოტის გარემომცველ ხედებს.

 

ვენერა

  მასა: 0,815 დედამიწის მასისა ( 4,8•1023 კგ) საშუალო რადიუსი: 6 050 კმ დიამეტრი: 0,949 დედამიწის დიამეტრისა ( 12 102 კმ ) დაშორება მზიდან: 0,723 ა.ე. ( 108,2 მლნ. კმ) ერთი ბრუნი ღერძის გარშემო: 243,1 დღე ორბიტის გარშემო: 224,7 დღე ღამე ორბიტაზე მოძრაობის საშუალო სიჩქარე: 35,03 კმ/წმ თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 8,9 მ/წმ.კვადრატი.

მთვარის ხილული მხარე

იმისათვის, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი მთვარის ხილული მხარის ეს შესანიშნავი პორტრეტი გაეკეთებინა, თანამგზავრ LRO(NASA)-ოს ფართო კუთხიანი კამერით 1300-ზე მეტი ფოტოს გადაღება მოუხდა.