წყალს მარსზე ახალი მეთოდით მოძებნიან

მარსის ზედაპირზე მარსმავალ ”ოპორტუნიტის” მიერ მინერალის(იაროზიტი) აღმოჩენამ, რომლის შემადგენლობაშიც კალიუმისა და რკინის სულფატები შედიან, მეცნიერებს საშუალება მისცა გაეკეთებინათ საინტერესო დასკვნები.

 

ვენერას ტრანზიტი

 იშვიათი მოვლენა, 2004 წლის ვენერას გავლა მზის დისკოზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კარგად ფოტოგრაფირებულ ციურ მოვლენად იქცა(ვიდეო).

ერისი პლუტონზე დიდი არ არის

  ასტრონომებმა ბრუნო სიკარის(საფრანგეთი) ხელმძღვანელობით დაადგინეს, რომ ერიდა პოლუტონზე დიდი არ არის, პირიქით რამდენიმე კილომეტრით პატარაა. ნაშრომი პუბლიკაციისთვის ჟურნალ Nature-შია მიღებული, მოკლედ კი ამის შესახებ ბლოგ Scientific American-ზე დაიწერა.

ურანის ღერძი ერთი შეჯახების შედეგად არ გადახრილა

 ურანს თავისი ღერძი მზის სისტემის გამორჩეულ პლანეტად აქცევს. ადრე ითვლებოდა, რომ ურანის ასეთი უცნაურობა ერთმა დიდმა შეჯახებამ გამოიწვია, თუმცა ახალი კვლევები ამ დასკვნას უარყოფენ.

„მესენჯერი“ მერკურის კვლევას აგრძელებს

მეცნიერებმა ზონდ „მესენჯერიდან“ გამოგზავნილი ახალი მონაცემები გააანალიზეს და დადგინეს, რო მერკურიც იმავე სცენარით ჩამოყალიბდა, როგორითაც დანარჩენი კლდოვანი პლანეტები, ასევე აღმოაჩინეს უძველესი ვულკანური აქტიურობის კვალიც( Science).

 

პლუტონის თხევადი წყლის ოკეანე

პლუტონის ყინულოვანი ჯავშნის ქვეშ შეიძლება თხევადი ოკეანე იყოს – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ჯუჯა პლანეტის აღნაგობის გააანალიზების მერე. სტატია ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist-ი წერს.

 

მარსზე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები იყო

გამოიკვლიეს რა მარსის ახალი რეგიონები, კერძოდ კი კანიონი Valles Marineris-ი და რეგიონი სახელად Noctis Labyrinthus-ი, გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, წითელ პლანეტაზე, შესაძლებელია არსებობდა სიცოცხლე.

 

LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა

  Lunar Reconnaissance Orbiter(LRO) ნასას ყველაზე ახალი მთვარის ზონდი 2009 წლის ივნისიდან მუშაობს და უკვე მონაცემთა ძალიან დიდი რაოდენობა გადმოსცა მიწაზე. გთავაზობთ LRO-ს 10 ყველზე დამაინტრიგებელ აღმოჩენას.

თერმული წყაროს კვალი მარსზე

 მარსმავალმა ”ოპორტუნიტიმ” წითელ პლანეტაზე აღმოაჩინა რეგიონი, რომელიც, დიდი ალბათობით, დამშრალ თერმულ წყაროს წარმოადგენს. ამის შესახებ იუწყება პორტალი Space.com.