ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია

ბარიონული ბნელი მატერია

ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც.ბნელი მატერიის მცირე ნაწილი(4-5%) ჩვეულებრივი ნივთიერებისგან(ბარიონული) შედგება, რომელიც საერთოდ ან თითქმის არ ასხივებს და ჩვენთვის უხილავი რჩება.

 

„კეპლერის“ მზეები და პლანეტები

  გამოიყენეს რა ეკზოპლანეტებზე ყველაზე მოხერხებული მონადირე – კოსმოსური აპარატი „კეპლერი“ – ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავებთან 1235-მდე პლანეტა აღმოაჩინეს.

NGC 5584 და სამყაროს გაფართოება

  დიდი და ლამაზი გალაქტიკა NGC 5584-ის დიამეტრი 50 000 სინათლის წელია, ჩვენიდან 72 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

იმპლანტატები – არამიწიერი და მომავლის ტექნოლოგიები

იმპლანტატი უფოლოგიაში – ეს არის პატარა მექანიზმი, რომელიც შეყვანილია არამიწიერი არსებების მიერ საცდელი ადამიანის სხეულში, ამასთან ერთად სუფთა ადამიანური გამოგონებაც, პროტეზების, ხელოვნური ძარღვების, კარდიუსტიმულატორების და სხვა სახით.

 

ნასამ თავისი ”კომეტებზე მონადირე” გაანადგურა

ხუთშაბათს ნასამ შეგნებულად დეაქტივიზაცია გაუკეთა ზონდ Stardust-ს, დაწვა რა მისი საწვავის ბოლო მარაგი ექსპერიმენტში, რომელიდანაც მიღებული მონაცემები ინჟინრებს შემდგომი მისიების დაგეგმარებისთვის გამოადგებათ.

 

მთვარის მეორე მხარე

ინტერნეტში გამოქვეყნადა მთვარის უხილავი მხარის ყველაზე დეტალური გამოსახულება. გამოსახულება შედგენილია იმ უამრავი ფოტოების საშუალებით, რომლებიც ნასას ზონდმა LRO-ომ გადაიღო. დღევანდელი ფოტოს გარჩევადობის შესაძლებლობა არ არის მაქსიმალური – მთვარის ზოგიერთი მონაკვეთი ადრე უფრო დეტალურად იქნა გადაღებული. თუმცა მთვარის მეორე მხრის ასეთი ზუსტი გამოსახულება მეცნიერებმა პირველად გააკეთეს. ზოგიერთი ცალკეული კადრი გადაიღეს LRO-ს სპეციალური ფართო კუთხიანი კამერით (Wide Angle Camera).

მოძრაობს თუ არა მზე თავისი პლანეტებით სხვა უფრო დიდი ვარსკვლავის გარშემო?(თორნიკე)

რა თქმა უნდა არა. მზეზე დიდი ვარსკვლავების ახლო სივრცეში ექსტრემალური პირობებია. ასეთი ვარსკვლავი ახლოს რომ ყოფილიყო, დედამიწაზე ვერანაირი სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა .

მთავრდება სადმე ეს სამყარო?(თემური)

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რაიმე სფეროს ზედაპირის ერთი პატარა წერტილი. წერტილის თვალსაწიერიდან სფერო უსასრულოა(არ შეიძლება გამოიყოს რაიმე რეგიონი, რომელსაც დავარქმევდით სფეროს „დასასრულს“),  ანუ ეს არის ორ განზომილებიანი ჩაკეტილი უსასრულობა. ჩვენთვის, უფრო მეტ განზომილებიან სამყაროში მცხოვრები არსებებისთვის სფეროს ბოლოს არსებობა აშკარაა. იგივე ხდება, როცა ჩვენ, სამყაროს „სასრულობაზე“ ვსაუბრობთ. არ არსებობს ადგილი ჩვენთვის ცნობილ სივრცეში, რომელსაც ექნებოდა თვისებები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სამყაროს ბოლო საზღვარია.