გიგანტური შავი ხვრელები შესაძლებელია კვაზი-ვარსკვლავებისგან გაჩდნენ

სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე გიგანტური შავი ხვრელები შესაძლებელია გიგანტური ვარსკვლავური ობიექტების შიგნით ჩამოყალიბდნენ. ზუსტი მოდელირებით შეიძლება დადგინდეს, თუ როგორ მოხდა მილიარდობით მზის მასის მქონე შავი ხვრელების ჩამოყალიბება სამყაროს გაჩენიდან მილიარდი წლის გასვლის მერევე(ითვლება, რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა).

დედამიწის მაგნიტური ველი 200 მლნ წლით ადრე ჩამოყალიბდა

ე.წ. დედამიწის პოლარული ქუდი, სადაც მზის ქარი(დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი) თითქმის ზედაპირამდე აღწევს, მილიონობით წლის წინ სამჯერ დიდი იყო ვიდრე ეხლაა. იმისათვის რომ გაიგონ როგორი იყო ძალიან ღრმა წარსულში ცოცხალი გარემოს მავნე გამოსხივებისაგან დამცავი მაგნიტური ველი, მეცნიერები სამხრეთ აფრიკაში ნანახი 3,5 მილიარდი წლის წინანდელი სილიკატების კრისტალებს იკვლევენ.

M33 – გალაქტიკა სამკუთხედში

ჩრდილოეთის ცის პატარა თანავარსკვლავედში, სახელად სამკუთხედი, მდებარეობს სპირალური გალაქტიკა M33, რომელიც ჩვენსკენ “სახითაა” შემობრუნებული. გალაქტიკის დიამეტრი 50 ათასი სინათლის წელია. ზომებით ის მესამეა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის მერე.

კოსმოსური სიმით გადაბმული გალაქტიკები

გალაქტიკები NGC 5216 და NGS 5218 დაკავშირებულნი არიან კოსმოსური „სიმით“, რომელიც სიგრძეში 22 სინათლის წლისაა. სისტემა ორი ურთიერთქმედი გალაქტიკისგან შედგება, მდებარეობს დიდი დათვის თანავარსკვკლავედში და დედამიწიდან 17 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ

  ასტრონომები ტერმინ დიდ აფეთქებას ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მნიშვნელობით იყენებენ. ერთის მხრივ ტერმინში იგულისხმება თვითონ ეს მოვლენა, რომელმაც სამყარო დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინათ გააჩინა; მეორეს მხრივ – მისი განვითარების ყველა სცენარი, გაფართოებისა და გაცივების პროცესებით.

გაზაფხულის წვიმა ტიტანზე

(ტიტანი და დიონა)ტიტანის ერთ-ერთმა ეკვატორულმა შტორმმა გიგანტური ისრის ფორმა მიიღო, ისარი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. „ისრის“ სიგრძე 1200 კილომეტრია, თითოეული „ფრთის“ სიგრძე, რომლებიც სამხრეთის და ჩრდილოეთისკენაა მიმართული სიგრძით 1500 კილომეტრ აღწევს. ეს უცნაური ფორმის ღრუბლების სისტემა კადრში 2010 წლის სექტემბერს მოხვდა(NASA/JPL/SSI).