იმპლანტატები – არამიწიერი და მომავლის ტექნოლოგიები

 იმპლანტატი უფოლოგიაში – ეს არის პატარა მექანიზმი, რომელიც შეყვანილია არამიწიერი არსებების მიერ საცდელი ადამიანის სხეულში, ამასთან ერთად სუფთა ადამიანური გამოგონებაც, პროტეზების, ხელოვნური ძარღვების, კარდიუსტიმულატორებისა და სხვა სახით.

გატაცებები
ამერიკელ მკვლევართა სტატისტიკის მიხედვით, 20 მილიონ ადამიანზე მეტი დარწმუნებულია, რომ მათ ქონდათ კონტაქტი ამო-სთან(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი), აქედან 4 მილიონი დარწმუნებულია, რომ ისინი გაიტაცეს, ან როგორც უფოლოგები ამბობენ არიან აბდუქციის მსხვერპლნი. ზოგიერთ გატაცებულზე უცხოებმა ჩაატარეს ქირურგიული და ბიოლოგიური ექსპერიმენტები, რომელთა შესახებაც არაფერი იცოდნენ ან გაიხსენეს ჰიპნოზური ზემოქმედების დროს. ამათგან დაახლოებით 6%-ის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა მიკროსკოპული მექანიზმები – იმპლატანტები.
იდუმალი ცდები ადამიანებზე
  გასული საუკუნის 80-იან წლებში ოქსფორდის სამშობიარო სახლის გინეკოლოგებმა ფეხმძიმე ქალის ნაყოფის მახლობელ წყალში, მიკროსკოპის დახმარებით, აღმოაჩინეს უკიდურესად მცირე ზომის უცხო სხეული, ქრომოსომათა შორის. უფრო დაწვრილებით შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ნაწილაკი წარმოადგენდა მიკროსქემის მაგვარ მატრიცას, აშკარად ხელოვნური წარმოშობით, იგი შეიცავდა კიდევ უფრო პატარა ჩანართებსაც. თავიანთ სტატიაში, რომელიც ჟურნალ ”ბუნებაში” გამოქვეყნდა, ექიმებმა, დარწმუნებული იყვნენ რა ნანახის არამიწიერ წარმოშობაში პირველად იხმარეს სიტყვა – იმპლანტატი.
მოყვარულ-უფოლოგთა გარდა ასეთი ამბებით დაინტერესდნენ სპეცსამსახურებიც. 90-იან წლებში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს არქივებში შეგროვდა ასეულობით სხეულიდან ამოღებული იმპლანტატი. ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ეს მოწყობილობები შეყვანილი იყო კანქვეშ, კუნთებში, ძვლებში და შინაგან ორგანოებში ისე, რომ ადამიანები არც კი ეჭვობდნენ ამაზე.
  მომხვდურთა ტექნოლოგია დედამიწისეულზე გაცილებით მაღალა დგას,
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი, ფორმით T ასოს მსგავსი, სიგრძით 10 მილიმეტრი, დაფარული კეროტინის მაგვარი მყარი გარსით შეხორცებული იყო ადამიანის ძვალთან. უცხო სხეულიდან ყველა მიმართულებით გამოდიოდნენ მინიატურული წაგრძელებები, რომლებიც კუნთებში, ხრტილსა და ნერვებში გადადიოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქსოვილი იმპლანტატის გარშემო, აგრეთვე გამოირჩეოდა უჩვეულო სტრუქტურით. ექიმებმა ვერ გაარკვიეს როდის და როგორ მოხდა ამ სხეულის ძვალთან შერწყმა ისე, რომ მასზე არ მოახდინა რეაგირება ადამიანის იმუნურმა სისტემამ.  ამასთან ერთად პაციენტის კანზე ქირურგიული ოპერაციის არანაირი კვალი არ შეიმჩნეოდა.
_რა არის ცნობილი იმპლანტატის მოწყობილობაზე და დანიშნულებაზ
ნაპოვნი იმპლანტატები განსხვავდებოდნენ არა მარტო ფორმით, არამედ შემადგენლობითაც. ზოგიერთი მათგანი დამზადებული იყო მეტალური შენადნობებით, ზოგიერთი კი მოგვაგონებდა პლასტმასას. იმპლანტატების მოწყობილობის და მუშაობის პრინციპი ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუმცა ითვლება , რომ ეს არის თავისებური კომპიუტერი, შეყვანილი ადამიანის ორგანიზმში სითხის სახით, ამით არის გამოწვეული მყარი მდგომარეობიდან ჟელესებრში გადასვალა, ორგანიზმიდან ამოღების მერე. იპმლანტატები იშვიათად იწვევენ რაიმე დისკომფორტს ან ცუდ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე, ამიტომ ხდება მათი შემთხვევითი აღმოჩენა, მაგალითად რენტგენის სხივებით გამოკლვლევების ჩატარებისას.
_შედარებისთვის, ადამიანებიც სწორედ ასე იქცევიან ცხოველებზე დაკვირვებების დროს, ამაგრებენ რა მათ სხეულზე სხვა და სხვა სახის ჩიპებსა თუ რადიოგადამცემებს
დავეწიოთ და გავასწროთ არამიწიერ გონს
_უახლოეს წლებში ადამიანის მეცნიერულ და პრაქტიკულ მოღვაწეობაში მოხდება ტექნოლოგიური რევოლუცია. საუბარია ნანოტექნოლოგიაზე –  დისციპლინათშორის მიმართულებაზე, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს ოპერირება ატომებითა და მოლეკულებით როგორც მიკროსკოპული მოწყობილობის შემადგენელი ნაწილებით. ამის საფუძველზე შსაძლებელია ნანორობოტების შექმნა, ისინი იმუშავებენ ობიექტებთან რომელთა ზომები მილიმეტრის მემილიონედს უტოლდება. მედიცინაში, მაგალითად, ნანორობოტები შეძლებენ კიბოს და დაზიანებული უჯრედების განადგურებას, იბრძოლებენ ვირუსებისა და მიკრობების წინააღმდეგ…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.