2029 წელს იაპონია Toyota-ს ფირმის უზარმაზარ როვერს მთვარეზე გაგზავნის

 სულ მალე, ასტრონავტები მთვარეზე გადაადგილებას Toyota -- ს მთვარემავალის მეშვეობით შეძლებენ. მანქანების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ და იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტომ (JAXA -- Japan Aerospace Exploration Agency) ხელი მოაწერეს სამწლიან შეთანხმებას, რაც ელექტრობატარეებით მოძრავი მთვარემავალის შექმნას ითვალისწინებს.

 ამ სამი წლის განმავლობაში კომპანიები JAXA და Toyota შექმნიან, გამოცდიან და განავითარებენ პროტოტიპებს, რომ იაპონიის მიერ ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნის მომენტისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

მთვარემავალი მხატვრის თვალით. გიგანტური როვერი ენერგიისთვის მზის ბატარეებს გამოიყენებს (Toyota/JAXA).

 პროექტის განსახორციელებლად Toyota-მ ახალი სამუშაო დეპარტამენტი -- მთვარის კვლევის მობილურობის ჯგუფი -- ჩამოაყალიბა, სადაც 30 ინჟინერია დასაქმებული. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება,  Toyota-ს და JAXA-ს სრულფასოვანი მუშა პროტოტიპი სულ მალე, 2022 წლისთვის ეყოლება. ორი წლის შემდეგ საპრენი მოდულო დაპროექტდება, რომელსაც 2027 წელს გამოცდიან. 2029 წელს კი როვერი მთვარეზე გაიგზავნება.

 “ეს მარსმავალი მთვარის უტილიზაციის პროგრამისთვისაა განკუთვნილი, როგორიცაა, მაგალითად, წყლის ყინული ან/და რეგოლითი.” -- აღნიშნავს Toyota-ს წარმომადგენელი. – ”ჩვენ უდიდეს გამოცდილებას მივღებთ მასიური ციური სხეულების გამოსაკვლევად საჭირო როვერების დაპროექტებასა და აგებაში.”

 მთვარემავალს უკვე გამოუჩნდა პოტენციური კლიენტები. მაგალითად, NASA აპირებს 2024 წლისთვის ასტრონავტები მთვარის პოლარულ რეგიონებზე გაამგზავროს (astronauts to the south pole by 2024) და საფუძველი ჩაუყაროს კვლევით სადგურს (develop a research outpost ). ასეთივე გეგმები აქვს ევროპის კოსმოსურ სააგენტოს, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ”მთვარის სოფელს” ააშენებს. ამასთან, მთვარის ათვისების პროგრამაში უამრავი კერძო კომპანია ჩართული, რომლებიც მთვარეზე სხვადასხვა მასალის მომპოვებასთან ერთად ტურიზმის განვითარებასაც გეგმავენ.

 Toyota/JAXA-ს მთვარემავალი პირველი არ იქნება, ვინც ეკიპაჟებს მთვარეზე გაასეირნებს -- პირველი მთვარემავლები NASA-მ გაუშვა Apollo -ს 1971 და 1972 წლის მისიებთან ერთად. თუმცა ეს ღია იყო კონსტრუქციის მთვარემავალი.

სრული ვიდეო მთვარის ათვისების იაპონურ პროგრამაზე იხილეთ აქ:

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.