მისია ”ჰაიაბუსა”

 მტვერი, რომელიც აპარატმა ”ჰაიაბუსამ” დედამიწაზე ჩამოიტანა, მეცნიერებს ასტეროიდ იტოკავას წარსულის გარკვევაში დაეხმარა. ერთბაშად ექვსი სტატია გამოქვეყნდა ამ თემაზე ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist  და Nature News წერენ.
 შეგროვებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ მასში არის მინერალები, რომელთა წარმოსაქმნელად ცელსიუსით 800 გრადუსიანი ტემპერატურაა საჭირო . მეცნიერთა აზრით, ტემპერატურის წყარო შეიძლება ყოფილიყო ალუმინის იზოტოპების რადიოაქტიური დაშლა. ამასთან ერთად, ოღონდ, ობიექტი, რომლის შიგნითაც ასეთი ტემპერატურა მიიღება 20 კილომეტრიანი დიამეტრის მაინც უნდა იყოს.
  რადგან იტოკავას დიამეტრი მხოლოდ 500 მეტრია, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც მისი უფრო დიდი ზომის ”მშობელი” სხვა დიდი ზომის ობიექტს შეეჯახა. ობიექტი მრავალ ნაწილად დაიშალა, რომელთაგან ზოგიერთი ასტეროიდ იტოკავად შეიკრიბა.
  გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაწილაკები, რომლებიც ”ჰაიაბუსამ” ასტეროიდის ზედაპირზე შეაგროვა, მზის ქარის ზემოქმედების ქვეშ 8 მილიონი წელი იმყოფებოდნენ. ეს ასტეროიდის სავარაუდო ასაკზე გაცილებით მცირე დროა. როგორც ჩანს ასტეროიდი ზედა ფენებს კარგავს, სავარაუდოდ მიკროშეჯახებების გამო. ანუ ასტეროიდი დროთა განმავლობაში შეიძლება მთლიანად დაიშალოს.
აპარატი ”ჰაიაბუსა” იტოკავასკენ 2003 წელს გაემგზავრა. ფრენის დროს ბევრი ტექნიკური პრობლემა გამოვლინდა. ასტეროიდზე დაჯდომის მერე მას სპეციალური სასროლი ფრაგმენტებით ზედაპირიდან ნატეხები უნდა ამოეყარა, თუმცა გასროლა არ მოხდა. ამის გამო ”ჰაიაბუსა” სამი წლით დატოვეს ასტეროიდზე, რათა მის კონტეინერში მტვერის მცირე ნაწილი მაინც მოხვედრილიყო. აპარატი დედამიწაზე 2010 წლის ივნისში დაბრუნდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.