ზეახალი მახლობელ გალაქტიკაში

 ვარსკვლავი აფეთქდა და მთელი მსოფლიოს ტელესკოპების სამიზნედ იქცა, რათა თვალყური ადევნონ მოვლენის განვითარებას.

 ზეახალი სახელად PTF11kly კომპიუტერმა ორი დღის წინ აღმოაჩინა(პროგრამით პალომარის ტრანზიენტების ფაბრიკა, PTF) 1,2 მეტრიანი სამუელ ოსჩინის ტელესკოპით, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. აღმოჩენა ფაქტიურად აფეთქებისთანავე მოხდა და ეს ზეახალი გახდა ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რომელთა განვითარებაზე დაკვირვებაც აფეთქებასთან ერთად მოხდა.

სამუელ ოსჩინის ტელესკოპი.

 ზეახალი PTF11kly ფოტოგენურ გალაქტიკა M101-ში აფეთქდა. ის ჩვენგან 21 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, ანუ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ახლო კოსმოსში დაფიქსირებულ აფეთქებებს შორის ერთ-ერთი უახლოესია. სასწრაფოდ დაწყებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PTF11kly მიეკუთვნება Ia ტიპის ზეახლებს, ასეთი აფეთქება ჩვეულებრივ იმდენად სტანდარტულია, რომ მათი საშუალებით მეცნიერები სამყაროს გაფართოებაში გაერკვნენ. თუმცა ასეთი ახლო ზეახლის გამოკვლევამ სხვა, კდევ უფრო უნიკალური დეტალები შეიძლება გამოამჟღავნოს. თუ ადრინდელი წინასწარმეტყველებები მართებულია, PTF11kly უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აკაშკაშდება და მისი დანახვა მცირე სიმძლავრის ტელესკოპითაც იქნება შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.