ზემასიური ხვრელის მინი-ვერსია

 გალაქტიკა NGC 4178(SBcd ტიპის) ზოდიაქალურ ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ის პირველად ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა 1825 წლის 11 აპრილს აღმოაჩინა. გალაქტიკას სხვა სახელებიც აქვს: IC 3042, UGC 7215, MCG 2-31-50, ZWG 69.88, VCC 66, PGC 38943.

 სწორედ ამ გალაქტიკაში აღმოაჩინეს ასტრონომებმა, ორბიტალური ”ჩანდრას” დახმარებით, მინიატურული ზემასიური შავი ხვრელი.

 ხვრელი სპირალური გალაქტიკის(NGC 4178) ცენტრში მდებარეობს. მისი არსებობა მსოფლიოს სხვა ობსერვატორიებმაც დაადასტურეს.

ადრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მსგავს გალქტიკებში ზემასიური ხვრელები ვერ გაჩნდებოდნენ. თუმცა, ზემასიურის ეს მინიატურული ვერსია იმაზე მეტყველებს, რომ ეს ასე არ არის. როგორც ჩანს, მათი ფორმირების წყარო ჩვენი გალაქტიკის მეზობელი გალაქტიკების ხვრელების ფორმირებისგან განსხვავდება.

 მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელის(1) მასა იმყოფება ქვედა ზღვარზე, რომელზეც ობიექტი შეიძლება ზემასიური ხვრელების კატეგორიას მიეკუთვნოს.

 სპირალური გალაქტიკა NGC 4178 დედამიწიდან 55 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მას არც ცენტრალური ბალჯი და არც ვარსკვლავები აქვს ცენტრალურ ნაწილში(გალაქტიკა).

 მკვლევართა მტკიცებით, მცირე მასის მიუხედავად, მათ მიერ აღმოჩენილი ხვრელი საკმაოდ სწრაფად იზრდება, შთანთქავს რა ახლო გარემო სივრციდან ნივთიერებებს, რომლებიც თავის მხრივ ელვარედ ანათებნ, თუმცა ამ სინათლეს გალქტიკური მტვერი და გაზები მაშინვე ახშობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.