1913 წლის დიდი მეტეორული მსვლელობა

 100 წლის წინათ, 1913 წლის დიდი მეტეორული მსვლელობა დაიმზირებოდა. მოვლენამ, რომელსაც ”დიდებულსა” და ”მომაჯადოებელს” უწოდებდნენ, თვითმხილველებს ”განცვიფრებისა” და ”უნიკალურთან შეხების” შეგრძნება შეუქმნა. ისე უნდა მომხდარიყო, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ყოფილიყავით, თან ქუჩაში, ცაც მოწმენდილი უნდა ყოფილიყო. ეს პროცესია, მხოლოდ ათასამდე ადამიანმა დაინახა. იღბლიანი დამკვირვებლები, ისინი, ვინც იმ საღამოს კანადაში, ტორონტოს მახლობლად იყვნენ, ელვარე მეტეორებისაგან შექმნილი პატარა მატარებელი დაინახეს ცაზე, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში მცირე ჯგუფებად გადაადგილდებოდა.  მომხდარი აიხსნება ჰიპოთეზით, რომლის მიხედვითაც, დიდი მეტეორი, შემოიჭრა რა დედამიწის ატმოსფეროში, რამდენიმე ნაწილად დაიშალა. შემდეგ მისი ნამსხვრევები ცენტრალური კანადის სამხრეთ ცაზე გამოჩნდა, ათასობით კილომეტრი ჩრდილოეთ ა.შ.შ-ს თავზე გადაიფრინა და ატლანტის ოკეანეში ჩაცვივდა. გამოსახულებაზე, ხელოვნურად შეღებილი, მხატვარ გუსტავ ჰანას სკანირებული ნახატია წარმოდგენილი, მან ყველაეფრი საკუთარი თვალით დაინახა. 1913 წლის მერე, დიდებული მსვლელობის მაგვარი არაფრი დაფიქსირებულა, თუმცა იყო ძალიან ბევრი სანახაობა ელვარე ბოლიდების სახით, რომელთაგანაც ზოგიერთი გადაიღეს კიდეც(ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.