უცხოპლანეტელთა თავდასხმა ამ გაზაფხულზე მოხდება

 აპრილის წყნარ საღამოს მსოფლიოს სხვადახვა ქალაქის მცხოვრებნი, ერთ წერტილში დაკიდებული, თუ ჰორიზონტისკენ სწრაფი სიჩქარით მოძრავი მფრინავი თეფშების დამაბრმავებელ შუქებს დაინახავენ. თუმცა, ამ ”მფრინავ თეფშებს” არა მწვანე კაცუნები, არამედ ადამიანები უხელმძღვანელებენ. ფრენა, აქცია ” The Big UFO Project”-ის ჩარჩოებში მოხდება, რომელსაც მთელი მსოფლიოს აქტივისტები ჩაატარებენ, მათ პატარა უცხოპლანეტრული აპოკალიფსის მოწყობა გადაწყვიტეს.

 მათი ჩანაფიქრით, ათეულობით, ან ასეულობით უპილოტო მფრინავი აპარატი, რომლებზეც შუქდიოდიან სანათებს დააყენებენ, ზეცაში ცეკვას 5 აპრილს დაიწყებენ. მართვას მოხალისეები გაანხორციელებენ, რომლებიც ა.შ.შ, ბრიტანეთში, საფრანგეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ნიდერლანდებში მასიური აქციების ჩატარებაზე დათანხმდნენ. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნაიჯელ უოტსონი თვლის, რომ ვერავინ ვერ მიხვდება რა დაფრინავს მის თავს ზემოთ: სიბნელეში უპილოტოების ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების დადგენა ძალიან ძნელია, ხოლო შუქდიოდების მიმართული ელვარე სინათლე დამკვირვებლების შორიდან დაფრთხობის საშუალებას მოგვცემს. უოტსონის ვარაუდით, მასმედია ამო-ების შემოჭრას აუცილებლად აიტაცებს, ხოლო ყველზე მიხვედრილი ტიპები დაწერენ, რომ ეს, მთავრობის ნახელავია, რომელიც ყოველთვის, ყველაფერს ასაიდუმლოებს. ყველა შემთხვევაში, ორგანიზატორთა აზრით, ეს აქცია იქნება ხუმრობა, რომელიც უცხოპლანეტელთა თავდასხმის ალბათობის აბსურდულობას ამტკიცებს.

 ”გაგიკვირდებათ, თუ რა ადვილია ადამიანის მოტყუება, რომლებსაც ცაში დანახული ყველანაირი ბრწყინვალება ამო ჰგონიათ” – ამბობს უოტსონი.

 დედამიწელთა მიმნბდობ ხასიათზე, კანადაში, ბეისბოლის მატჩზე მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს. თამაშის დროს ”მფრინავი თეფში” სტადიონთან ახლოს დაეკიდა, რომელიც ასობით ადამიანმა დაინახა. ამო-ს ფოტოები სოციალურ ქსელებში მომენტარულად გავრცელდა, რითაც პარანორმალურის მოყვარულთა აღფრთოვანება გამოიწვია, ახლო მომავალში უცხოპლანეტელთა თავდასხმის ვარაუდების გაჩენის ჩათვლით. სინამდვილე გაცილებით პროზაული აღმოჩნდა: ეს, მხოლოდ ადგილობრივი პლანეტარიუმის სარეკლამო ხრიკი იყო.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=8XMY-YbF_RU

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.