სუბარუ უხილავ პლანეტებს ხედავს

მძლავრმა ოპტიკურმა ტელესკოპმა ვარსკვლავ HR 4796 A-სთან უზარმაზარი მტვორვანი დისკოს არსებობა დაამტკიცა.

ეს მძლავრი ტელესკოპი იაპონური სუბარუა, 8,2 მეტრიანი სარკით, მდებარეობს ჰავაის კუნძულებზე. ის იაპონიის ნაციონალურ ასტრონომულ ობსერვატორიას ეკუთვნის და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 წლიდან ის დიდი მონოლითური სარკით აღიჭურვა.

მშენებლობა 1998 წელს დასრულდა, ტელესკოპმა მუშაობა ერთიმ წლის მერევე დაიწყო. სუბარუს დაკვორვებების ცატარება ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონებში შეუძლია.

2009 წელს სუბარუზე პროექტი SEEDS(ეკზოპლანეტებისა და დისკოების სტრატეგიული კვლევა სუბარუს საშუალებით)-ი დაიწყო. მეცნიერებს უნდათ დაადგინონ რა კავშირია ეკზოპლანეტებსა და მტვროვან დისკოებს შორის. ახლახანს ასტრონომებმა ხსენებული ტელესკოპით მეზობელი ვარსკვლავის HR 4796 A-ს კვლევა ჩაატერეს. ეს ვარსკვლავი დედამიწიდან 240 სინათლის წლითაა დაშორებული და საკამოდ ახალგაზრდაა, სულ რაღაც 8-10 მილიონი წლის.

მტვროვანი დისკო მტვრის პატარა მარცვლებისგან შედგება, მისი ორბიტა პლუტონის ორბიტის ზომისაა. ამ დისკოს გამოსახულება, რომელიც სუბარუმ გადაიღო, იმდენად მკაფიოა რომ ასტრონომებს დისკოდან ვარსკვლავამდე მანძილის დადგენა არ გაჭირვებიათ.

ფოტოზე HR 4796 A-ს გარშემო მყოფი დისკოა გამოსახული. როგორც აღმოჩნდა, ის გაცილებით დიდია ვიდრე ეგონათ. დისკოს შიგნით კი უხილავი ეკზოპლანეტებია დამალული. ისინი სუბარუმ შეამჩნია, როგორც მტვროვანი დისკოს ბნელი ჩანართები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.