სიცოცხლის ელემენტები თეთრ ჯუჯასთან

 თეთრი ჯუჯა(1) WD 1425+540, ჟანგბადისა და წყალბადის მაღალი შემცველობით გამოირჩევა(The Astrophysical Journal Letters), რაც იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ მის პლანეტრაულ სისტემაში სიცოცხლის ჩასახვისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტია. მენახირის თანავარდსკვლავდისკენ მდებარე ვარსკვლავამდე მანძილი 200 სინათლის წელია.

 ის, რომ დედამიწასთან ასე ახლოს მდებარე სისტემასთან ბევრი საერთო გვაქვს, კარგი ნიშანია იმისა, რომ სიცოცხლე მზის სისტემის გარეთაც შეიძლება იყოს” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ბენჯამინ ცუკერმანი.

 აღსანიშანვია, რომ სისტემა WD 1425+540-ში შეცვლილი ორბიტის მქონე პლანეტაც იყო, რაც მასიური მეზობლის ზემოქმედებით იქნებოდა გამოწვეული. ამის გამო, პლანეტა სწრაფად მიუახლოვდა თავის ვარსკვლავს, რომელმაც ის ჯერ დაშალა, შემდეგ კი დარჩენილი ფრაგმენეტები შთანთქა. მკვლევართა აზრით, ამ პლანეტის 70% კლდოვან ქანებზე მოდიოდა, ხოლო 30% ყინულსა და წყალზე. ასეთი პროცესები იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწა სიცოცხლის გაჩენისათვის აუცილებელი ელემენტებით, სხვა ციურ ობიექტებთან კონტაქტით გამდიდრდა(მზის სისტემის დაკარგული ”ზედედამიწები”მზის სისტემის ზედედამიწები იუპიტერმა გაანადგურა?ვარსკვლავები, პლანეტებზე სიკვდილის მერეც ზრუნავენ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.