კომეტა 45P მოგვიახლოვდა

 უზარმაზარმა თოვლის გუნდამ დედამიწასთან ახლოს გაიარა. ეს არის კომეტა 45P/ჰონდა-მრკოსი-პაიდუშაკოვა, ან უბრალოდ 45P. მინიმალურ დისტანციაზე, მასა და დედამიწას შორის მანძილი, მზე-დედამიწას შორის მანძილზე 10-ჯერ მცირე იყო, დაახლოებით 12 მლნ.კმ. ფოტოზე მისი გრძელი იონური კუდი და სუსტი, თუმცა დიდი ზომის კომა ჩანს(PanSTARRS-ის ფართო კუდი). აგზნებული ნახშირბადის მოლეკულების გამოსხივებით გამწვანებული კომეტა, დეკემბერში, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, როცა მზესთან ახლოს მოძრაობდა. კომეტა ახლა ელვარების კლებას იწყებს, იუპიტერისკენ მიემართება, სადაც დროის მეტ ნაწილს ატარებს. ერთი კილომეტრის ზომის ყინულისა და ტალახის ბირთვი, მზის სისტემის შიდა ნაწილში 2022 წელს დაბრუნდება(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანიკომეტა 45P ბრუნდება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.