რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო?

 სწრაფი რადიოანთება FRB 110523, სიხშირეებზე 700-900 მეგაჰერცი, 2011 წლის 23 მაისს იქნა აღმოჩენილი. მისი წყარო, დედამიწიდან 6 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე უნდა მდებარეობდეს, რადგან მიღებულ რადიოსიგნალს ორი ტიპის პოლარიზაცია გააჩნია – წრიული და წრფივი(Nature News).

 FRB 110523-ის მახასიათებლები მენციერებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ ის, ძლიერი მაგნიტური ველის მქონე გარემოდან მოდის, რომლის წყაროც ნეიტრონული ვარსკვლავი, კერძოდ მაგნეტარი ან ზეახალი ვარსკვლავი უნდა იყოს.

 ეს იმპულსი, ე.წ. ვარსკვლავძვრის შედეგად უნდა გაჩენილიყო, ძლიერად დამაგნიტებული ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირული ფენების რყევის გამო. ეს შეიძლება იყოს ბლიცარი – ზემასიური ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის შავ ხვრელამდე კოლაფსს,(დროებით) ღერძის გარშემო მაღალი სიჩქარით ბრუნვა აფერხებს. გრავიტაცია, ცენტრიდანული ძალით არის კომპენსირებული.

 გავრცელებასთან ერთდ, FRB 110523-მა, ძლიერი მაგნიტური ველის გარდა, ორი ძლიერად იონიზირებული მატერიის მონაკვეთებიც გაიარა. პირველი მათგანი, რამდენიმე ასეული ათასი სინათლის წლის მანძილზე უნდა იყოს დაშორებული გალაქტიკიდან, რომელშიც FRB 110523 მდებარეობს.

 დღევანდელი დღისთვის, FRB 110523, მეთექვსმეტე დადასტურებული სწრაფი რადიოანთებაა. მისგან განსხვავებით, დანარჩენების რადიოსიხშირე 1,2-1,5 გიგაჰერცის ფარგლებშია და მხოლოდ წრიული პოლარიზაცია გააჩნია. პირველი სწრაფი რადიოანთება 2007 წელს იქნა აღმჩენილი.

 ასეთ დასკვნამდე მეცნიერები იმ არქივის შესწავლის მერე მივიდნენ, რომელიც 650 საათიანი დაკვირვებებით შეიქმნა. მეცნიერები კვლევას აგრძელებენ და ასეთივე სხვა სიგნალების აღმოჩენას ცდილობენ, ოღონდ ამ უკანასკნელის წარმომქმნელ წყაროს დანარჩენი მსგავსი სიგნალების წყაროებთან არ აიგივებენ(ისევ იდუმალი სიგნალები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.