ბახტინოვის ნიღაბი

 რაც სამოყვარულო ასტრონომიით დავკავდი, პირველი, რისი გაკეთებაც მინდოდა, იყო იმის გადაღება, რასაც ტელესკოპში ვხედავდი და სხვებისთვისაც ჩვენება. ჩვენი თვალი უნიკალური ხელსაწყოა. იმისათვის, რომ მივიღოთ ისეთივე გამოსახულება რასაც თვალით ვხედავთ, დამატებითი მანიპულაციებია საჭიროა – სურათის დამუშავება. რა თქმა უნდა, საწყისი მასალა, რომლის დამუშავებასაც ვიწყებთ უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის. სურათი ან ვიდეო უნდა იყოს კარგად ფოკუსირებული. როცა ვიღებთ ფოტოს და გამოსახულებას ვუყურებთ, ფოტოაპარატის ან ტელეფონის პატარა ეკრანზე, რთულია ფოკუსის იდეალურად გასწორება, თუმცა ამის მისაღწევად არსებობს ერთი კარგი დამხმარე ხელსაწყო – ბახტინოვის ნიღაბი.

 ეს ხელსაწყო მაგრდება ტელესკოპზე.

 ვირჩევთ რაიმე კაშკაშა ვარსკვლავს და ვიწყებთ ფოკუსის გასწორებას. შედეგად, დავინახავთ ასეთი ზოლების მონაცვლეობას.

 ჩვენი მთავარი მიზანია, მივიღოთ ვარსკვლავის ასეთი გამოსახულება.

 თუ ცენტრალური სხივი ზუსტად ვარსკვლავის ცენტრზე გადის, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ გამოსახულება ფოკუსშია. ამის მერე მოხსენით „ბახტინოვის ნიღაბი“ და შეუდექით ასტრო ფოტოების გადაღებას 🙂 (საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტრანზიტის მთვლელიროგორ დავამუშავოთ მთვარის გამოსახულება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.