რაკეტა, რომელიც 16 მარტს გაფრინდა

 ახალი ინგლისის (აშშ) სუსხიან დილას, 1926 წლის 16 მარტს, ფიზიკოსმა რობერტ გოდარდმა, თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტის პირველი, ისტორიული გაფრენა განახორციელა – ეს მისი 17–წლიანი მუშაობის კულმინაცია იყო. ცილინდრული რაკეტა ლითონის ჩარჩოდან 27 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა (სასაცილოდ ჟღერს, არა?!) და მასსაჩუსეთსის შტატის (მაშინ) ქალაქ ობურნის ფერმაში ჩამოვარდა.

 “რა საოცარი სანახავი იყო ეს ფრენა. რაკეტა, თითქმის უხმაუროდ, უცეცხლოდ მიფრინავდა, თითქოს ამბობდა: “აქ ძალიან შევყოვნდი. თუ წინააღმდეგი არ ხართ, წავალ” – ასე დაწერა გოდარდმა მეორე დღეს. 1945 წელს, გარდაცვალებამდე, გოდარდს 200–ზე მეტი პატენტი ჰქონდა, მათ შორის იყო 1914 წლის პატენტიც – მრავალსაფეხურიანი რაკეტისთვის, რაც საყოველთაოდ აღიარებული კონცეფციაა თანამედროვე სარაკეტო ინჟინერიაში.

 გოდარდის სახელს ატარებს NASA–ს ერთ–ერთი სარაკეტო ფრენების ცენტრი (NASA Goddard). დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: nasa.gov.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.