მოულოდნელად ხშირი მთვარეძვრები

 რატომ ხდება ამდენი მთვარეძვრა? “აპოლოს” მისიების სეისმომეტრებით მიღებული მონაცემების მიხედვით, მოულოდნელად ხშირი მთვარეძვრები 100 კილომეტრის სიღრმეზე ხდება. მართლაც, 1972-77 წლებში 62 მთვარეძვრა იქნა რეგისტრირებული. მთვარის კლოდავნი ქანები რამდენიმე წუთი აგრძელებდა ვიბრირებას, გაცილებით მეტი ხნით, ვიდრე ჩვენი პლანეტის შედარებით რბილი ქანები სეისმური რყევების დროს. მთვარეძვრების გამომწვევი მიზეზი ახლაც დაუდგენელია, ალბათ, ნაპრალების ჩაშლა ზედაპირის ქვეშ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, მომავლის მთვარის ბაზებმა ასეთ ხშირ რყევებს უნდა გაუძლოს. 50 წლის წინათ გადაღბულ ამ ფოტოზე, მისია “აპოლო 11”-ის ასტრონავტი, ბაზ ოლდრინი, ახლადდაყენებულ სეისმომეტრთან დგას და უკან, დასაშვები მოდულისკენ (“არწივი”) იყურევა (“აპოლო“; პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.