მომაკვდავი ვარასკვლავი პლაზმის ბურთებს ისვრის

 მაღალი სიჩქარით მოძრავი, მარსზე ორჯერ მასიური გავარვარებული პლაზმის ღრუბლების ბუნება, ასტრონომთათვის გამოცანას წარმოადგენს (nasa). გამოთვლების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მდებარე წითელ გიგანტს – ჰიდრას V (V Hydrae), აღარ აქვს ნივთიერებათა იმდენი რაოდენობა, რომ გაზისა და პლაზმისგან შემდგარი მასიური სფეროები წარმოქმნას.

 წითელი გიგანტები, მომაკვდავი ვარსკვლავებია, რომლებმაც თერმობირთვული საწვავის მარაგი ამოწურა (თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო). ევოლუციის ბოლო სტადიაზე, მათი პერიფერიული ფენები ფართოვდება და კოსმოსურ სივრცეში ნიავდება (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 დამზერილი მოვლენის ახსნის დღეისათვის მიღებული ვერსიის მიხედვით, ცეცხლოვან ბურთებს, გიგანტის ძნელად შესამჩნევი კომპანიონი პატარა ვარსკვლავი უშვებს, რომელიც ჰიდრას V-ს გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და ყოველ 8,5 წელიწადში ძალიან ახლოს მიდის მასთან. მეორე ვარსკვლავის გრავიტაცია, გიგანტის გარე ფენებიდან მატერიას იტაცებს. კომპანიონის ზემოქმედებით, ეს მატერია სფეროს ფორმას იღებს და მაღალი სიჩქარით გამოიტყორცნება.

 ”ჰაბლის” სპექტროსკოპმა – STIS, ადრე მომხდარი ”გასროლების” შედეგებიც დაინახა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით, ვარსკვლავური ”ჭურვების” დეტალური რუკის შედგენა და 1986 წლიდან აქამდე, მათ ისტორიაზე თვალის გადევნება მოხერხდა.

 რადიოდიაპაზონში ALMA-თი დაკვირვებით ირკვევა, რომ ეს ვარსკვლავი აქამდე არნახული გზით მიდის ევოლუციის ბოლოსკენ. სხვა მნათობებისგან განსხვავებით, გარე ფენებს არა ყველა მიმართულებით აფრქვევს, არამედ რგოლების სერიათა სახით უშვებს მათ. ასტრონომებმა 6 ასეთი რგოლის გარჩევა შეძლეს, რომლებიც უკანასკნელი 2100 წლის განმავლობაში იქნა გამოშვებული, რაც დროის კოსმოსური მასშტაბებით ძალიან ცოტაა. ამ რგოლებმა დეფორმირებული დისკოს მსგავსი სტრუქტურა წარმოქმნა ვარკვლავის გარშემო, მას  DUDE უწოდეს, დინამიურად გაფართოებადი დისკო (Disk Undergoing Dynamical Expansion). ამასთან ერთად, შემჩნეული იქნა მატერიის ღრუბლები, რომლებიც ვარსკვლავის მიერ, ხსენებული დისკოს პერპენდიკულარულად გაიტყრცნება. ქვიშის საათის ფორმის გამონაფრქვევები სივრცეში 864 000 კმ/სთ. სიჩქარით ფართოვდება.

 ყველა ზემოთ ნახსენები თვისება ჰიდრას V-ს აბსოლუტურად უნიკალურ კოსმოსურ ობიექტად აქცევს, რომლის შესწავლა ასტრონომებს ბევრ ახალ ცოდნა მისცეს ამ კლასის ვარსკვლავების არსებობისა და სიკვდილის პერიოდების შესახებ (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.