ირმის ნახტომის ”ჩონჩხის” 54 ”ძვალი”

  ჩვენს გალაქტიკას, ზოგიერთი ცოცხალი არსების მსგავსად, ”ჩონჩხი” აქვს, რომლის ”ძვლები” გალაქტიკის ცენტრიდან არის ამოზრდილი. ეს ”ძვლები”, ცივი გაზისა და მტვრისგან შემდგარ მკვრივ ბოჭკოსებრ სტრუქტურებს წარმოადგენს და უკანასკნელ დრომდე, ცხრა ასეთი ძაფის შესახებ იყო ცნობილი. ამჯერად, 10 მეტრიანი რადიოტელესკოპიდან (CSO – კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სუბმილიმეტრული ობსერვატორია), კოსმოსური ”სპიცერიდან” და ”ვისედან”, არიზონას რადიო ობსერვატორიიდან მიღებული მონაცემები ახალი მეთოდით შეისწავლეს, რითაც კიდევ 45 გაზის ძაფი იქნა გამოვლენილი.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სუბმილიმეტრული ობსერვატორია.

 თითოეულ გაზის ძაფს უნიკალური ფორმა აქვს, ზოგი ლათინურ S გავს, ზოგიც С და Х. ძაფების სიგრძე 32-დან, 900-მდე სინათლის წლის ფარგლებში მერყეობს. ყოველი მათგანი გაზებით, მტვრითა და ვარსკვლავებით არის შემოფარგლული, რაც პირობითად ”ამ ძვლებზე წანაზარდ ხორცად” შეიძლება ჩაითვალოს. ძოგიერთი ძაფის ბოლოზე, გაურკვეველი მექანიზმით წარმოქნილი მეორედი ძაფებიც იქნა შემჩნეული, ნაკლები სისქითა და სიგრძით. ეს თავისებური ”ჩონჩხი”, მთელი გალაქტიკის სიბრტყეს ფარავს, ამ წარმონაქმნთა მეტი რაოდენობით მკლავების ცენტრებთან ახლოს.

 სპირალური გალაქტიკა ე.წ. მკლავებით, მკლავებიც რა თქმა უნდა ვარსკვლავებისგან შედგება, ერთ-ერთ მათგანში, ცენტრიდან შორს, მდებარეობს მზე. შემდეგ, ხნიერი ვარსკვლავებით ”დასახლებული” მოყვითალო ბირთვი. ბირთვის ცენტრში არის ზემასიური შავი ხვრელი, ასეთი მასშტაბის ილუსტრაციაზე მისი გამოყოფა შეუძლებელია, იმდენად მცირეა ეს რეგიონი გალაქტიკის ზომებთან შედარებით.

 ირმის ნახტომის ”ჩონჩხის” შედგენაში გამოყენებულ ალგორითმს, როგორც ზემოთაც იყო ნახსენები, ჩვეულებრივ, წყალსადენი მილებისა და გზების დასაგეგმად იყენებენ (minimum tree spanning algorithm). ანალიზის დროს, ეს პროგრამა ყველა იმ წერტილს განსაზღვრავს, სადაც გარკვეული სისქის მტვროვანი ძაფებია თავმოყრილი. შემდეგ, ალგორითმი განსაზღვრული კრიტერიუმებით სარგებლობს და ამ წერტილებს ერთმანეთთან აერთებს.

irmis gverdidan mxatvarma

 მეცნიერთა აზრით, 54 ძაფის გარდა, ჩვენი გალაქტიკის ”ჩონჩხში” კიდევ მინიმუმ 200 ასეთი ძაფი უნდა იყოს. შემდგომი კვლევები მენციერებს გალაქტიკის ”ჩონჩხის” აგებულების მაქსიმალურად სრულ სურათს მისცემს, რაც თავის მხრივ, ირმის ნახტომის ფორმირებისა და შემდგომი განვითარების შესახებ უამრავი ინფორმაციის მატარებელი იქნება (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.