მოგზაური ლოდები ფობოსზე

 მარსის ორი თანამგზავრიდან ერთ-ერთის ზედაპირი უცნაური ღარებით არის დაფარული (sciencedirect.com). ისინი ჯერ კიდევ წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში აღმოაჩინეს, როცა წითელი პლანეტის კვლევა ავტომატური ზონდებით დაიწყო (მარსის ორბიტული მზვერავები).

 მარსს ორი ბუნებრივი თანამგზავრი ყავს – ფობოსი და დეიმოსი. ფობოსი დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და დაახლოებით 43 მილიონი წლის მერე, მარსის ზედაპირზე დაეცემა (ფობოსი, მარსზე დაეცემა). დეიმოსზე დიდია, თუმცა, მთლიანიბაში, ორივე თანამგზავრი საკმაოდ მცირე ზომისაა (ფობოსი – 27/22/18 კმ; დეიმოსი – 15/12,2/11 კმ.). ფობოსი, მარსის ცენტრს პლანეტის 2,77 რადიუსის ტოლი მანძილითაა დაშორებული და მის გარშემო შემოვლას 7 სთ. 39წთ. 14წმ. ანდომებს, რაც მარსის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის დროზე მეტია. ამის გამო, მარსულ ცაზე (”ცნობისმოყვარეობა” ცაში იყურება) ფობოსი დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთში ჩადის.

მზის დაბნელება მარსზე (“ქიურიოსითი”/NASA).

 მცირე მასის გამო არ გააჩნია ატმოსფერო. უკიდურესად მცირე საშუალო სიმკვრივე მის ფორებიან სტრუქტურაზე მეტყველებს, მოცულობის 25-45% სიცარიელეს უკავია. ღერძის გარშემო ბრუნვის დრო, მარსის გარშემო ბრუნვის დროს ემთხვევა, რის გამოც, როგორც მთვარე, პლანეტისკენ სულ ერთი მხრითაა შებრუნებული. მისი ორბიტა ე.წ. როშის ზღვარს შიგნითაა და თავისი სიმტკიცით ჯერ კიდევ ახერხებს მთლიანობის შენარჩუნებას. მარსის მიზიდულობის ძალა ფობოსის მოძრაობას ანელებს, რაც პლანეტის ზედაპირზე დაცემით დამთავრდება. ფობოსზე არის კრატერები, მათ შორის ყველაზე დიდის სახელია „სთიქნი“.

ფობოსის ზედაპირი მეტნაკლებად სწორხაზოვანი ღარებით არის დაფარული, რომლებიც სთიქნიდან სხვადასხვა მიმართულებებით გადის. ასტეროიდის ვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერიდან ამოსული ღარების სიგანე ას მეტრზე მეტია, სიღრმე კი რამდენიმე ათეული მეტრი.

 ამ ღარაბის გაჩენა, ტრადიციულად, მარსის გრავიტაციითა და მის მიერ წარმოქმნილი მოქცევის ძალებით იხსნებოდა. იგულისხმებოდა, რომ პლანეტა ნელ-ნელა თავის თანამგზავრს შლის, რომელიც შორეულ მომავალში მასვე დაეცემა, ხოლო ასტეროიდის ვარდნის ადგილი, კრატერი სთიქნი, უბრალოდ, ბზარების გაჩენის დაწყების წერტილია. არის ღარებიც, რომლებიც სხვებს კვეთს.

 ამ უჩვეულობათა ახსნას, ბრაუნის უნივერსიტეტის თანამშრომელი, კენ რამსლი შეეცადა. მან, ციური სხეულის სუსტი გრავიტაციისა და სიმკვრივის გათვალისწინებით, ზედაპირზე ფრაგმენტების მოძრაობის მათემატიკური მოდელი შექმნა. გაირკვა, რომ შეჯახებით ამოცვენილ ლოდებს, ფობოსის ზედაპირის მთლიანად შემოვლაც შეეძლო, მასზე ადვილად შესამჩნევი კვლების გაჩენით. მოდელი გვიჩვენებს, რომ ლოდების გზები შეიძლება სწორი იყოს, რაც პარალელური კვლების წარმოქმნის მიზეზია. გამოვლინდა სხვა უცნური ეფექტებიც.

 ფობოსის პატარა ზომისა და სუსტი გრავიტაციის გამო, კრატერიდან ამოტყორცნილი ქვები ძალიან დიდი ხანი შეიძლება გორავდეს, რაც მეტი ზომის ობიექტზე ნამდვილად ვერ მოხდებოდა. სწორედ ამით აიხსნება, ასე შორ მანძილებზე ”გამგზავრებული” ლოდების კვლების აცელა კრატერის მიმართ. როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან გაგორებული ქვები, დასავლეთ ნახევარსფეროში იცვლიდა მიმართულებას (კიდევ ფობოსის შესახებ; დაკიდებული ქვები კომეტაზე; “ფობოს-გრუნტი 2”-ის აუცილებლობა).

ევროპის კოსმოსის კვლევის ზონდმა – “მარს ექსპრესი”, ფობოსი მაშინ გადაიღო, როცა მათ შორის მანძილი 2400 კილომეტრი იყო (17/10/2019). 41 კადრიანი ვიდეო, ფობოსს სხვადასხვა კუთხით წარმოგვიდგენს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.