მზე და მისი დაკარგული ფერები…

 მზის სინათლეს თუ პრიზმისმაგვარ მოწყობილობაში გავატარებთ, მის შემადგენელ ფერებს დავინახავთ. აქ ნაჩვენებ სპექტრში მუქი ლაქები წარმოიქმნება მზის ზედაპირზე ან მის ზემოთ მდებარე გაზისგან, რომელიც ქვემოდან ამომავალ სინათლეს შთანთქავს. ვინაიდან სხვადასხვა ტიპის გაზი, სხვადასხვა ფერის შუქს შთანთქავს, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი აირებისგან შედგება მზე. მაგალითად, ჰელიუმი პირველად აღმოაჩინეს 1870 წელს, მზის სპექტრში და მხოლოდ მოგვიანებით დედამიწაზე. დღეისათვის, მზის სპექტრული შთანთქმის ხაზების უმრავლესობა იდენტიფიცირებულია – მაგრამ არა ყველა (მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.