გადახრის ნიშნები ლეპტონური უნივერსალურობიდან…

LHCP-ის კონფერენციაზე, ყველაფერთან ერთად, კოლაბორაცია LHCb-ის მოხსენებაც იქნა წარმოდგენილი, რომელშიც სტანდარტული მოდელიდან შესაძლო გადახრებზეა საუბარი(CERN; LHCb).

 ლაპარაკია B-მეზონების დაშლის კომბინაციაზე კაონითა და ლეპტონ-ანტილეპტონური წყვილებით: B+ → K+μ+μან B+ → K+e+e. სტანდარტული მოდელი წინასწარმეტყველებს, რომ ასეთი დაშლების ალბათობათა შეფარდება ძალიან ახლოს უნდა იყოს ერთთან – ეს, ლეპტონური უნივერსალურობიდან გამომდინარეობს, ანუ მიუონებისა და ელექტრონების(ატომი) ერთნაირი ქცევით ასეთი პროცესების დროს. სხვა თეორიების მიხედვით, სტანდარტული მოდელის ფარგლებს გარეთ, თანაფარდობა ჯერ აღმოუჩენელი ჰიპოთეტური მძიმე ნაწილაკების ხარჯზე შეიძლება დაირღვეს. სწორედ ამიტომ, B-მეზონების ესა და სხვა იშვიათი დაშლები ფიზიკოსთა შორის დიდ ინტერესს იწვევენ.

 ამ ორი იშვიათი დაშლის ალბათობათა შეფარდებას(ყოველი მათგანი – ერთ მემილიონედზე მცირე!) ადრეც სწავლობდნენ, თუმცა მაშინდელი ცდომილება ძალიან მაღალი იყო, იმისათვის, რომ ერთისაგან განსხვავება დაენახათ. ახლა უკვე LHCb იუწყება, რომ დღეისათვის დაგროვილი მთლიანი სტატისტიკის ანალიზით შეფარდება ერთისგან 2,5 სტანდარტული გადხრით განსხვავდება, რაც ახალ აღმოჩენად ვერ ჩაითვლება, თუმცა თეორეტიკოსებსა და ექსპრიმენტატორებს ყურადღების გამახვილებას აიძულებს.

 აღსანიშნავია, რომ B-მეზონის კაონად და ლეპტონ-ანტილეპტონურ წყვილად დაშლის შესწავლისას სხვა უჩვეულო შედეგები ადრეც დაფიქსირდა. ყველასათვის მისაღები ერთმნიშვნელოვანი დასკვნა ჯერჯერობით არ არსებობს. მონაცემთა ახალი მასივი, რომელიც უახლოეს წლებში დაგროვდება, თუ ანომალია დადასტურდა, ფიზიკოსებს მის სწორ იტერპრეტაციაში დაეხმარება(დიდი ადრონული კოლაიდერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.