კომეტა PanSTARRS და გალაქტიკა

ჩრდილოეთის ცაზე მოლივლივე კომეტა PanSTARRS C/2012 K1, 2 ივნისს დიდი დათვის თანავარსკვლავედში პოზირებდა(ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლარული ვარსკვლავები). ოორტის ღრუბლიდან მოსული ყინულოვანი სხეული ახლა მზის სისტემის შიგა ნაწილში იმყოფება. მას ორი კუდი გაუჩნდა, ფართო და ელვარე მტვრის კუდი და გამრუდებული იონური(ძრავის ყველაზე ხანგრძლივი ტესტირება დასრულებულია) კუდი, მიმართული ქვემოთ და მარჯვნივ. სქელი მომწვანო კომა(ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა), დიფრაქციული სხივებით გარსშემორტყმულ ფონის მოყვითალო ვარსკვლავთან ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა. გალაქტიკა NGC 3319 მარცხენა მაღალ კუთხეში, ცაზე, სავსე მთავრის დიამეტრზე თითქმის ორჯერ დიდია. ირმის ნახტომის ვარსკვლავებზე გაცილებით შორს მდებარე სპირალურ გალაქტიკამდე მანძილი დაახლოებით 47 მილიონი სინათლის წელია. შედარებისთვის, მანძილი კომეტადან ჩვენს პლანეტამდე სულ რაღაც 14 სინათლის წუთია. კომეტა PanSTARRS-ი ნათებას მომდევნო თვეებში მოუმატებს, თუმცა მისი დანახვა მხოლოდ ტელსკოპებით არის შესაძლებლი. აგვისტოს ბოლოს პერიჰელიუმს გაივლის – ყველაზე უფრო ახლო წერტილს მზესთან, თუმცა მაშინაც დედამიწის ორბიტის გარეთ იქნება(PanSTARRS; კომეტები).

2 comments

  1. რამდენი მაგნიტუდა ექნება და რა გზას გაივლის შეგიძლია დადო ?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.