იქსის ფორმის გალაქტიკა

აშშ და სამხრეთ აფრიკელმა ასტრონომებმა, Х-ის ფორმის მქონე რადიოგალაქტიკა  PKS 2014-55-ის დეტალური გამოსახულება მიიღეს (sci-news.com).

 რადიოგალაქტიკის გამოსხულების გაკეთება MeerKAT (სარ)-ის საშუალებით მოხერხდა, რომელიც 64 ანტენისგან შედგება და რადიოინტერფერომეტრით ASKAP (ავსტრალია).  PKS 2014-55 მაღალენერგიული ელექტრონებისგან შემდგარ ორ წყვილ “ფრთას” შეიცავს, რომლებიც ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელიდან ამოდის. ეს “ფრთები” მხოლოდ რადიოდიაპაზონში დაიმზირება და მათი ზომა ცაზე, სავსე მთვარის ხილულ ზომას უტოლდება.

MeerKAT (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

 როგორც წესი, რადიოგალაქტიკები ორი “ფრთისგან” შედგება. ეს ელექტრონების ნაკადებია, რომელბიც თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობენ, ჯერ წრფივად, შემდეგ კი გადაიხრებიან და ხვეულებს ქმნიან, გარემო სივრცესთან ურთიერთქმედების გამო. ოთხი ჭავლის წარმოქმნა რამდენიმე სცენარით შეიძლებ აიხსნას. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, გალაქტიკის ცენტრში ორი ზემასიური შავი ხვრელი იყო, თითოეული თავისი ორი ჭავლით. მეორეს მიხედვით, ზემასიური შავი ხვრელის ბრუნვის ღერძმა მიმართულება შეიცვალა.

 დაკვირვებებით ირკვევა, რომ არსებობს მესამე შესაძლებლობაც. ორი დიდი “ფრთა”, ხვრელის საპირისპიროდ მოძრავ ნაწილაკთა ჭავლებია, ხოლო ზომით მცირე “ფრთები” – უკან, ხვრელისკენ მოძრავი ნაწილაკებია. PKS 2014-55-მდე მანძილი 800 მილიონი სინათლის წელია, 5 მილიონამდე სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს და ირმის ნახტომზე 20-ჯერ დიდია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.