ექვსვარსკვლავიანი სისტემა სამი დაბნელებადი წყვილით

 ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა აპრატმა TESS, უკიდურესად იშვიათი ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინა. დედამიწიდან 1900 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემაში სამი ვარსკვლავური წყვილია, რომლებიც საკუთარი მასათა ცენტრებისა და საერთო მასათა ცენტრის გარშემო მოძრაობენ. ამის გამო, ობიექტი, რომელსაც TIC 168789840 უწოდეს, ერთიან ვარსკვლავურ სისტემად იქნა კლასიფიცირებული. ასტრონომების ყურადღება ამ სისტემის ელვარების მოულოდნელმა არაკანონზომიერმა მატება-კლებამ მიიპყრო, რაც ვარსკვლავების მიერ ერთმანეთის ჩაბნელებებით იყო გამოწვეული. წყვილები ჩევნს მიმართ ერთ სიბრტყეში მოძრაობენ, ამიტომ გახდა შესაძლებელი ამ ჩაბნელებების შემჩნევა.

 მეცნიერებმა უკვე შეძლეს დაედგინათ, რომ თუ საუბარია ოთხ ან მეტ ვარსკვლავიან სისტემებზე, მაშინ ვარსკვლავების ზუსტი რაოდენობა მხოლოდ ფოტომეტრიული მეთოდის გამოყენებით ვერ დადგინდება. უფრო მეტიც, ასეთი სისტემების წარმოქმნის ალბათობა ძალიან დაბალია, მიუხედავად ასეთი იშვიათობისა, ამჟამად, მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს რამდენიმე სისტემა ექვსი ვარსკვლავით.

 მეცნიერები კვლავ ცდილობენ გაარკვიონ ვარსკვლავების ზუსტი პარამეტრები, რომლებიც სისტემა TIC 168789840-ს ქმნის, მაგრამ ამას ხელს უშლის ალგორითმების არასრულყოფილება, რომლებიც არ არის შექმნილი ასეთი რთული შემთხვევებისთვის. სირთულე იმაშია, რომ სისტემის ორი ორმაგი ვარსკვლავი ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ოთხვარსკვლავიან ცალკე სისტემად გამოიყურება. სისტემაში, ალბათ, არც ეგზოპლანეტები იქნება, რადგან გარკვეული დროის მერე, სისტემის სხვა ვარსკვლავის გრავიტაცია გამოიჭერდა და ბურთივით გაისროდა სისტემის ფარგლებს გარეთ.

 TIC 168789840-ის მესამე წყვილი საკმაოდ შორსაა დანარჩენებისგან და საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნვას 2000 წელიწადს ანდომებს. ამ წყივილის მოძრაობის დინამიკა  “წყნარია”, ამიტომ მათ ორბიტაზე სხვადასხვა ტიპის ეგზოპლანეტებიც შეიძლება ბრუნავდეს.

  ამჟამად, ასტრონომთათვის უცნობია, თუ როგორ ფორმირდება ექვსვარსკვლავიანი სისტემები, ხოლო ასეთების არსებობის ფაქტი პარადოქსულია (კიდევ TESS-ის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.